From Wikipedia, the free encyclopedia
ტრინგა ჰიუსა (ალბ. Tringa Hysa; დ. 8 იანვარი 1996, პრიშტინა, კოსოვო) — კოსოვოელი ალბანელი მოცეკვავე. 2011 წელს წარმოადგინა კოსოვო „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“-ზე, რომელიც გაიმართა ოსლოში, ნორვეგია. მისი საცეკვაო კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც იგი გახდა "Studio Rudina" წევრი, რომელიც საბალეტო კურსია პრიშტინაში.
ტრინგა ჰიუსა დაიბადა 1996 წლის 8 იანვარს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში. სწავლობდა სამი ფრაშერის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს მის მშობლიურ ქალაქში, ხოლო მოგვიანებით კოსოვოს ტელევიზიამ იგი შეარჩია კოსოვოს წარმოადგენლად „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“-ზე ოსლოში, ნორვეგიაში.[1] შერჩევა მოხდა ყველა საფეხურის გავლის შემდეგ. მთელი კოსოვოდან სულ 17 მონაწილე იყო. კოსოვოს მაუწყებლის RTK პროფესიულმა ჟიურიმ შეარჩია ტრინგა ჰიუსა და პატრიცია პრუტი. მოგვიანებით EYD კომისიამ გადაწყვიტა მხოლოდ ერთი მოცეკვავის დაშვება კოსოვოდან „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“ კონკურსზე.
ტრინგა ტელევიზიებში გამოსვლა 2005 წელს დაიწყო, იგი პირველად გამოჩნდა სამ ტელევიზიაში, ესენია კოსოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, Kohavision და RTV21, სადაც ის მონაწილეობა მიიღო საახალწლო შოუში. 2006 და 2007 წლებში მონაწილეობდა ამერიკის სავაჭრო პალატისა და "Raiffeisen Bank"-ის ჰუმანიტარულ საღამოზე, სადაც ტრინგა ქორეოგრაფიული აქტის წამყვანი ბალერინა იყო.
2007 წელს მონაწილეობდა Studio Rudina საბალეტო სპექტაკლში "NE ëndërra" (ოცნებებში).[2] 2008 წელს იყო სტუმარი "Kosovo Vision", ხოლო 2008 წლის ბოლოს, "Magic Show" წევრი, რომელიც სადღესასწაულო პროგრამაა Kohavision-ზე, ამავე პერიოდში სადღესასწაულო პროგრამის "Të qeshim së bashku" (მოდით ერთად გავიცინოთ) კონკურსის წევრი იყო, რომელიც კოსოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადიოდა.
და ა.შ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.