From Wikipedia, the free encyclopedia
ტოგდერი (სომალ. Togdheer, არაბ. تُوجدَير) — რეგიონი სომალის ჩრდილოეთში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ბურაო. მდებარეობს არაღიარებული სახელნწიფო სომალილენდის ჩრდილო-დასავლეთში.
რეგიონი | |
---|---|
ტოგდერი სომალ. Togdheer არაბ. تُوجدَير | |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | ბურაო |
კოორდინატები | 8°36′48″ ჩ. გ. 46°15′08″ ა. გ. |
დაარსდა | 1980 |
ფართობი | 38 663 კმ² |
მოსახლეობა | 721 363 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 18,66 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
ოფიციალური საიტი | https://www.govsomaliland.org/ |
ტოგდერის რეგიონის ფართობი 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 38 663 კმ²-ს, ხოლო მოსახლეობის შეფასება 2014 წლის მონაცემებით 721 363 ადამიანს[1][2]. თანამედროვე ტოგდერის რეგიონის მონაცემები განსხვავებულია იმის გამო, რომ მისი საზღვრები ამჟამად შეცვლილია, კერძოდ, მისი შემადგენლობიდან გამოყოფილია აინის რეგიონი, რომელიც სომალის ავტონომიის ჰატუმოს კონტროლ ქვეშ იმყოფება. ოფიციალურად ესაზღვრება სომალის რეგიონებს: აღმოსავლეთიდან სოლის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სანაგს და დასავლეთიდან ვოკუი-გალბიდს, ხოლო სამხრეთიდან ეთიოპიას. სახელწოდება წარმოდგება ადგილობრივი ტოპონიმის დასახელებისგან — მდინარე ტოგ-დერისაგან.
ტოგდერის რეგიონი დაყოფილია ოთხ რაიონად:[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.