წლის მეთორმეტე თვე იულიუსის და გრიგოლიანურ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia
დეკემბერი (ლათ. December) — გრიგორიანული კალენდრის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. დეკემბერში 31 დღეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem — ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვე.
დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.
დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.
დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.
კორნელი კეკელიძე ტირისდენს 4 ნოემბერი — 3 დეკემბერით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] უნდა იყოს „ტირისდინი“ და არა „ტირისდენი“. ტირისდენი იყოფა „ტირის“ და „დინი“ ნაწილებად. პირველი ნაწილი „ტირის“ არის სახელწოდება ძველი ირანული თვის „Tiris“, საიდანაც მომდინარეობს, როგორც ახალსპარსული მეოთხე თვის სახელი „ტირ“, ასევე კაპადოკიური „Tirix-Τήρι-Τειρει“ და სომხური „ՏՐԷ“ (აქაც მეოთხე თვეა). მეორე დაბოლოება „დინი“ არის ირანული დაბოლოება თვის სახელწოდებისა, მაგ: ფარვარ-დინ.
„თუესა ტირისდინსა ექუსსა, დღესა შაბათსა, ქორონიკონსა უკთ... ამათ ჟამთა ფრიად ისურვა წინამძღუარმან გერმანე[3].“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.