From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს დემოგრაფია — საქართველოს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,2% ქალაქში ცხოვრობს.[1] საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა, სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და ემიგრაციამ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაეროს გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ოდნავ აღემატება. გაეროსვე პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 3,4, ხოლო 2100 წლისთვის 2,4 მილიონი იქნება.
ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1 289 200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1 919 400 ადამიანი, 1914 წელს კი 2 600 400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 365 000 ადამიანს, აქედან 2 349 000 ადამიანი იყო ქართველი.[2] საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5%-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2%-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6% ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1%. 1989 წელს ურბანული მოსახლეობის წილი საქართველოს სსრ-ში იყო 56%, რაც 10%-ით ნაკლები იყო სსრკ-ის საშუალო მაჩვენებელზე.[3] ამჟამად მოსახლეობის 57,4% ქალაქებში ცხოვრობს.
ეთნიკური ჯგუფი |
18001 | 18322 | 18653 | 18864 | 18975 | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | |||||||
ქართველები | 622,600 | 79.4 | 677,100 | 75.9 | 950,600 | 73.8 | 1,188,100 | 72.4 | 1,331,300 | 69.4 | ||||||
სომხები | 47,000 | 6.0 | 84,000 | 9.4 | 122,600 | 9.5 | 172,900 | 10.5 | 197,000 | 10.3 | ||||||
რუსები | - | - | - | - | 25,900 | 2.0 | 42,500 | 2.6 | 101,000 | 5.3 | ||||||
ოსები | 29,300 | 3.7 | 32,300 | 3.6 | 45,500 | 3.6 | 71,000 | 4.3 | 81,500 | 4.2 | ||||||
აზერბაიჯანელები | 30,000 | 3.8 | 27,000 | 3.0 | 51,500 | 4.0 | 62,600 | 3.8 | 81,100 | 4.2 | ||||||
აფხაზები | 52,000 | 6.6 | 56,600 | 6.3 | 60,000 | 4.6 | 38,000 | 2.3 | 42,600 | 2.2 | ||||||
ბერძნები | 500 | 0.1 | 7,000 | 0.8 | 12,000 | 0.9 | 28,800 | 1.8 | 38,500 | 2.0 | ||||||
ებრაელები | 3,300 | 0.4 | 4,000 | 0.5 | 7,800 | 0.6 | 11,700 | 0.7 | 17,200 | 0.9 | ||||||
გერმანელები | - | - | - | - | 4,200 | 0.3 | 5,500 | 0.3 | 7,400 | 0.4 | ||||||
სხვა | - | - | 4,100 | 0.5 | 9,100 | 0.7 | 20,800 | 1.3 | 21,800 | 1.1 | ||||||
სულ | 784,700 | 892,100 | 1,289,200 | 1,641,900 | 1,919,400 | |||||||||||
1 წყარო: [4] 2 წყარო: [4] 3 წყარო: [5] 4 წყარო: [5] 5 წყარო: [5] |
ეთნიკური ჯგუფი |
19261 | 19392 | 19593 | 19704 | 19795 | 19896 | 20026 | 20147 | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | |
ქართველები | 1,788,186 | 66.8 | 2,173,922 | 61.4 | 2,600,588 | 64.3 | 3,130,741 | 66.8 | 3,433,011 | 68.8 | 3,787,393 | 70.1 | 3,661,173 | 83.8 | 3,224,564 | 86.8 |
აზერბაიჯანელები | 137,921[6] | 5.2 | 188,058[7] | 5.3 | 153,600 | 3.8 | 217,758 | 4.6 | 255,678 | 5.1 | 307,556 | 5.7 | 284,761 | 6.5 | 233,024 | 6.3 |
სომხები | 307,018 | 11.5 | 415,013 | 11.7 | 442,916 | 11.0 | 452,309 | 9.7 | 448,000 | 9.0 | 437,211 | 8.1 | 248,929 | 5.7 | 168,102 | 4.5 |
რუსები | 96,085 | 3.6 | 308,684 | 8.7 | 407,886 | 10.1 | 396,694 | 8.5 | 371,608 | 7.4 | 341,172 | 6.3 | 67,671 | 1.5 | 26,453 | 0.7 |
ოსები | 113,298 | 4.2 | 147,677 | 4.2 | 141,178 | 3.5 | 150,185 | 3.2 | 160,497 | 3.2 | 164,055 | 3.0 | 38,028 | 0.9 | 14,385 | 0.4 |
ეზიდები | 2,262 | 0.1 | 12,915 | 0.4 | 16,212 | 0.4 | 20,690 | 0.4 | 25,688 | 0.5 | 33,331 | 0.6 | 18,329 | 0.4 | 12,174 | 0.3 |
ქურთები | 7,955 | 0.3 | 2,514 | 0.1 | 1,596 | 0.0 | ||||||||||
უკრაინელები | 14,356 | 0.5 | 45,595 | 1.3 | 52,236 | 1.3 | 49,622 | 1.1 | 45,036 | 0.9 | 52,443 | 1.0 | 7,039 | 0.2 | 6,034 | 0.2 |
ბერძნები | 54,051 | 2.0 | 84,636 | 2.4 | 72,938 | 1.8 | 89,246 | 1.9 | 95,105 | 1.9 | 100,324 | 1.9 | 15,166 | 0.3 | 5,544 | 0.2 |
ასურელები | 2,904 | 0.1 | 4,707 | 0.1 | 5,005 | 0.1 | 5,617 | 0.1 | 5,286 | 0.1 | 6,206 | 0.1 | 3,299 | 0.1 | 2,377 | 0.1 |
ებრაელები | 30,389 | 1.1 | 42,300 | 1.2 | 51,582 | 1.3 | 55,382 | 1.2 | 28,298 | 0.6 | 24,795 | 0.5 | 2,333 | 0.0 | 1,405 | 0.0 |
აფხაზები | 56,847 | 2.1 | 57,805 | 1.6 | 62,878 | 1.5 | 79,449 | 1.7 | 85,285 | 1.7 | 95,853 | 1.8 | 3,527 | 0.1 | 864 | 0.0 |
სხვა | 65,961 | 2.5 | 58,711 | 1.7 | 37,026 | 0.9 | 38,665 | 0.8 | 39,690 | 0.8 | 50,502 | 0.9 | 18,766 | 0.4 | 17,282 | 0.5 |
სულ | 2,677,233 | 3,540,023 | 4,044,045 | 4,686,358 | 4,993,182 | 5,400,841 | 4,371,535 | 3,713,804 | ||||||||
1 წყარო: . 2 წყარო: . 3 წყარო: . 4 წყარო: . 5 წყარო: . 6 წყარო: . 7 წყარო: . |
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ენობრივი ჯგუფია ქართველური ენების ოჯახი, რომელშიც შედის ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური ენები. საქართველოს ოფიციალური ენა არის ქართული, მასთან ერთად აფხაზურს ოფიციალური სტატუსი აქვს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მოსახლეობის 87,6%-ის ძირითადი ენაა ქართული, 6,2% საუბრობს აზერბაიჯანულად, 3,9% სომხურად, 1,2% რუსულად და 1% სხვა ენებზე.[8]
ენა | 2002[9] | 2014[10] | ||
---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | რაოდენობა | % | |
ქართული | 3 677 995 | 84,14 | 3 254 852 | 87,64 |
აზერბაიჯანული | 283 632 | 6,49 | 231 436 | 6,23 |
სომხური | 235 653 | 5,39 | 144 812 | 3,90 |
რუსული | 83 007 | 1,90 | 45 920 | 1,24 |
ოსური | 31 381 | 0,72 | 5 698 | 0,15 |
სხვა | 59 867 | 1,36 | 31 014 | 0,84 |
არ არის მითითებული | – | – | 72 | 0,00 |
სულ | 4 371 535 | 3 713 804 |
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 83,4% მართლმადიდებელია და ემორჩილება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. საქართველოში მოქმედებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია. სომხურ სარწმუნოებას აღიარებს მოსახლეობის 2,9%. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია მდებარეობს თბილისში. მისი კათედრალური ტაძარია სურფგევორქი. სომხური ტაძრები მოქმედია თბილისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, ბათუმსა და მარნეულში. საქართველოში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 19,2 ათასს ადამიანს (მოსახლეობის 0,5%) შეადგენს.[11] კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები მოქმედებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, კახეთში, სამცხეში (უდე, არალი, აბასთუმანი, ახალციხე).
რელიგია | 2002[12] | 2014[13] | ||
---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | რაოდენობა | % | |
ქრისტიანობა | 3 872 099 | 88,58 | 3 240 724 | 87,27 |
–საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია | 3 666 233 | 83,87 | 3 097 573 | 83,41 |
–სომხური სამოციქულო ეკლესია | 171 139 | 3,92 | 109 041 | 2,94 |
–კათოლიკური ეკლესია | 34 727 | 0,79 | 19 195 | 0,52 |
–იეჰოვას მოწმეები | – | – | 12 395 | 0,33 |
–პროტესტანტიზმი | – | – | 2 520 | 0,07 |
ისლამი | 433 784 | 9,92 | 398 677 | 10,73 |
ეზიდიზმი | – | – | 8 591 | 0,23 |
იუდაიზმი | 3 541 | 0,08 | 1 417 | 0,04 |
სხვა რელიგიები | 62 111 | 1,42 | 1 429 | 0,04 |
არარელიგიურობა | – | – | 19 080 | 0,51 |
უარი პასუხზე | – | – | 9 635 | 0,26 |
რელიგია არ არის მითითებული | – | – | 34 251 | 0,92 |
სულ | 4 371 535 | 3 713 804 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.