From Wikipedia, the free encyclopedia
საურმაგი — ქართლის (იბერიის) მეფე, ფარნავაზის ძე. ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, მეფობდა ძვ. წ. III საუკუნეში.
საურმაგი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
წინამორბედი: | ფარნავაზ I |
მემკვიდრე: | მირიან I/მირვან I |
მეუღლე: | სპარსი, ასული ბარდაველისა ერისთვისაჲ. |
შვილები: |
|
დინასტია: | ფარნავაზიანი[1] |
მამა: | ფარნავაზ I |
დედა: | დურძუკი ქალი |
რელიგია: | ქართული წარმართობა |
ქართული წყაროების მიხედვით, ჩრდილო კავკასიელი ტომებისა და სხვა უცხოელთგან შემდგარი სამხედრო რაზმების დახმარებით ჩააქრო ქართლის ერისთავთა აჯანყება. საურმაგს მიეწერება აგრეთვე ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. „ქართლის ცხოვრება“ საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის — აინინასა და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთის გზაზე მათი კერპების აღმართვას.[2]
![]() |
„და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნნა ორნი კერპნი: აინინა და დანანა, და აჰმართნა გზასა ზედა მცხეთისასა.[3]“ |
საურმაგს მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ქუჯის შვილს მიათხოვა, მეორე — სპარსეთის მეფის ნებროთის შვილს — მირვანოსს, რომელიც თავისი ცოლის ნათესავი იყო. მირვანოსი იშვილა და საურმაგის სიკვდილის შემდეგ სწორედ იგი გამეფდა. მირვანოსს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მირიან პირველადაც მოიხსენიებს, ზოგიც — მირვანად.[4]
საურმაგის მეფობის დროს, 189 წლის მახლობლად, ასურეთის მეფის ანტიოქოს დიდის ორმა სარდალმა – არტაშესმა და ზარიადრმა, რომლებიც წარმომავლობით სომხები იყვნენ, სომხეთს თავისუფლება მოუპოვეს. მაგრამ, რადგან იმ დროს სომხეთის ტერიტორია პატარა იყო, რამდენიმე პროვინცია მეზობელ სახელმწიფოებს ჩამოგლიჯეს. სხვათა შორის, საქართველომ ამ დროს დაკარგა ზოგიერთი ადგილი არაქსისა და ჭოროხის ხეობაში.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.