Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
საიაკო კუროდა (ყოფილი პრინცესა ნორი; იაპონ. 黒田清子; დ. 18 აპრილი, 1969, ტოკიო) — იაპონიის საიმპერატორო ოჯახის ყოფილი წევრი, წმინდა გვირგვინის ორდენის (1-ლი კლასის) კავალერი, 125-ე (გადამდგარი) იმპერატორის, აკიჰიტოს და მიჩიკოს ერთადერთი ქალიშვილი, 126-ე იმპერატორის ნარუჰიტოსა და მემკვიდრე პრინცი ფუმიჰიტოს უმცროსი და. გათხოვებამდე მისი სტატუსი იყო საიმპერატორო პრინცესა, ხოლო საპატიო წოდება — მისი უმაღლესობა. საიმპერატორო ოჯახის წევრობის დროს, მისი სახელი იყო პრინცესა საიაკო. მისი პირადი ემბლემა იყო დუმფარა(ინგლისური)ქართ.. იაპონური კანონდებლობის მოთხოვნის მიხედვით, არათანასწორი ქორწინების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა საიმპერატო ოჯახი და არისტოკრატის ტიტული.
დაიბადა 1969 წლის 18 აპრილს, როგორც მეფისნაცვალ აკიჰიტოსა (იმ დროს) და გვირგვინის პრინცესა მიჩიკოს მესამე შვილი. ის იწონიდა 2250 გრამს და იყო 45,2 სმ სიმაღლის; ნაადრევი ბავშვი, მაგრამ ჯანმრთელი. ის იყო ერთადერთი პრინცესა წყვილისთვის და განათლება მიიღო იმ ვარაუდით, რომ „ერთ დღეს ის დაქორწინდება და დატოვებს საიმპერატორო ოჯახს“. 1977 წლიდან 1987 წლამდე დედა-შვილი ყოველწლიურად დადიოდნენ ექსკურსიებზე (საიმპერატორო ოჯახთან დაკავშირებული სალოცავების, ტაძრებისა და მავზოლეუმების მონახულების ჩათვლით).
1973 წელს ის შევიდა კაკინოკიზაკას საბავშვო ბაღში და დადიოდა იქ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. მომდევნო წლიდან იგი შევიდა გაკუშუინის საბავშვო ბაღში. სწავლობდა გაკუშუინის დაწყებით სკოლაში. მან სრულწლოვანებას მიაღწია 1989 წელს და დაიგეგმა სადღესასწაულო ღონისძიება, მაგრამ მისი ბაბუის, იმპერატორ შოუას გარდაცვალების გამო, იგი გადაიდო 1990 წლის მარტისთვის.
1992 წელს დაამთავრა გაკუშუინის უნივერსიტეტის იაპონური ლიტერატურის ფაკულტეტი (ამჟამად იაპონური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი). მიიღო ბაკალავრის ხარისხი. ამავე წელს იგი იამაშინას ორნითოლოგიის ინსტიტუტში მიიღეს ნახევარ განაკვეთზე მკვლევარად და გახდა პირველი იმპერიული პრინცესა ისტორიაში, რომელმაც მიიღო ხელფასი შრომითი ანაზღაურების საფუძველზე. ინსტიტუტში 2005 წლამდე იმუშავა მეცნიერ-თანამშრომლად. ავტორია სტატიებისა და პუბლიკაციების ჩიტების შესახებ.
2012 წლის 26 აპრილიდან 2013 წლის 6 ოქტომბრამდე მსახურობდა ისე ძინგუს ტაძარში. იგი ეხმარებოდა დეიდას აცუკო იკედას.[1]
2004 წლის იანვარში პრინცესამ მიიღო ქორწინების წინადადება იოშიკი კუროდასგან, ტოკიოს საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელთან, რომელიც იყო მისი მეორე ძმის, იმპერიული პრინცი აკისინოს მეგობარი. მას ბავშვობიდან იცნობდნენ. იმავე წლის თებერვალში გააცნო იგი თავის მშობლებს, იმპერატორ აკიჰიტოს და მის მეუღლეს მიჩიკოს. მათ ნიშნობა 30 დეკემბერს გამოაცხადეს. არაოფიციალური ნიშნობა, რომელიც თავდაპირველად ნოემბერში იყო დაგეგმილი, ერთხელ გადაიდო ნიიგატას პრეფექტურის ჩუეტსუს მიწისძვრის გამო და კვლავ გადაიდო საიმპერატორო პრინცი ნობუჰიტოს მეუღლის კიკუკოს გარდაცვალების გამო, რომელიც მისი დიდი დეიდა იყო.
2005 წლის 15 ნოემბერს გაიმართა საქორწინო ცერემონია ტოკიოში, სასტუმრო „იმპერიალში“. პრინცესამ მიიღო მეუღლის გვარი, რომელიც არ იყო არისტოკრატიული წარმომავლობის და ამის გამო (კანონის თანახმად) დატოვა საიმპერატორო ოჯახი. კანონის მიხედვით, ქორწილის შემდეგ, პრინცესამ მიიღო ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. ცერემონიას ესწრებოდნენ მისი მშობლები: იმპერატორი აკიჰიტო და მისი მეუღლე მიჩიკო, ასევე პრინცესას ძმა — (იმჟამინდელი) მემკვიდრე პრინცი ნარუჰიტო და მისი მეუღლე მასაკო. ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სამეფო ოჯახის სხა წარმომადგენლებიც.
პრინცესა საიაკო დიდი ხანი იყო ახლოს მშობლებთან, იმპერატორ აკიჰიტოსა და იმპერატორის მეუღლე მიჩიკოსთან, როგორც საიმპერატორო კარის წევრი. იმპერატორის მეუღლემ პრინცესას ქორწინებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყოფილი საიმპერატორო პრინცესა იყო ემოციური მხარდაჭერის წყარო.
ქორწინების შემდეგ საიაკომ დატოვა ორინთოლოგის სამსახური, რათა ორიენტირებული ყოფილიყო ახალ ოჯახსა და შვილის გაჩენაზე. მართალია არათანასწორი ქორწინების გამო დაკარგა საიმპერატორო შემოსავალი, მაგრამ, საიმპერატორო სახლის მართვის წარმომადგენლის განცხადებით, მან მზითვად 1200000 ამერიკული დოლარი მიიღო.
საიაკო გახდა მეექვსე ქალი საიმპერატორო ოჯახიდან, რომელმაც მდაბიო წარმომავლობის მეუღლესთან იქორწინა საიმპერატორო კანონის გამოცემის (1947 წ.) შემდეგ და პირველი ქალი, რომელმაც დათმო უმაღლესი სტატუსი.[2]
2008 წლის აპრილში კუროდას რეზიდენციაში აღნიშნეს იმპერატორისა და იმპერატორის ქორწილის წლისთავი. 2009 წლის დეკემბერში მან და მისმა მეუღლემ მონაწილეობა მიიღეს საიმპერატორო ოჯახის ბავშვების ვიზიტში იაპონიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.