Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორის მეუღლე მიჩიკო (იაპონ. 皇后美智子; დ. 20 ოქტომბერი, 1934) — იაპონიის იმპერატორის, აკიჰიტოს მეუღლე 1989 წლის 7 იანვრიდან მოყოლებული. ის გახდა მისი დედამთილის და იმპერატორ ჰიროჰიტოს მეუღლის, კიოძუნის მემკვიდრე.
მიჩიკო | |
---|---|
美智子 | |
იმპერატორის მეუღლე 2014 წელს | |
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
კორონაცია: | 12 ნოემბერი, 1990 |
მმართ. დასაწყისი: | 7 იანვარი, 1989 |
მმართ. დასასრული: | 30 აპრილი, 2019 |
წინამორბედი: | კიოძუნი |
მემკვიდრე: | მასაკო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ოქტომბერი, 1934 |
დაბ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: | იმპერატორი აკიჰიტო |
შვილები: |
ნარუჰიტო, იაპონიის იმპერატორი ფუმიჰიტო, აკიშინოს პრინცი საიაკო, ნორის პრინცესა |
მამა: | ჰიდესაბურო შიოდა |
დედა: | ფუმიკო სოეძიმა |
რელიგია: |
რომის კათოლიკური ეკლესია (წინა რელიგია) შინტოიზმი |
მიჩიკო დაქორწინდა კრონპრინც აკიჰიტოზე და გახდა იაპონიის კრონპრინცესა იმპერატორ სიოვას გარდაცვალებამდე. საიმპერატორო ოჯახში პირველი იყო, რომელიც არ იყო წარჩინებული წარმოშობის. მას იმპერატორთან შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ტახტის ამჟამინდელი მემკვიდრე კრონპრინცი ნარუჰიტო. როგორც კრონპრინცესა და როგორც იმპერატორის მეუღლე, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ხილვადი იმპერატორის მეუღლე იაპონიის ისტორიაში.
მიჩიკო შოდა ქალაქ ტოკიოში, Nisshin Seifun Group-ის პრეზიდენტის და თავჯდომარის, ჰიდესაბურო შიოდას და მისი ცოლის, ფუმიკო სოეძიმას ოჯახში დაიბადა. გაიზარდა ტოკიოში, სადაც მიიღო ისევე, როგორც ტრადიციული ასევე „დასავლური“ განათლება, ისწავლა ინგლისურ ენაზე ლაპარაკი, პიანინოზე დაკვრა, დაინტერესებული იყო ხელოვნებით კერძოდ ხატვით, კულინარიით და კიოდოთი. ის იყო ზოგერთი აკადემიკოსის, მათ შორის მათემატიკოს კენძირო შიოდას ძმისშვილი, რომელიც 1954—1960 წლებში ოსაკას უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო. [1]
შიოდა ფუტაბას დაწყებით სკოლაში დადიოდა, რომელიც ჩიოდას რაიონის მახლობად იყო, მაგრამ ამერიკული ბომბდამშენებით დავდასხმების დროს, მიჩიკო იძულებული გახდა სკოლა მეოთხე კლასიდან დაეტოვებინა. მოგივანებით მან სწავლა კანაგავის პრეფექტურაში (კერძოდ ქალაქ კატასეში, რომელიც ახლა ფუძისავას შემადგენლობაში შედის), გუმას პრეფექტურაში (ქალაქ ტატებაიოსში, რომელიც სიოვას ოჯახის მშობლიური ქალაქი იყო) და ნაგანოს პრეფექტურაში (ქალაქ კარუიძავაში). მიჩიკო ტოკიოში 1946 წელს დაბრუნდა და სწავლა კვლავ ფუტაბას სკოლაში გააგრძელა, შემდეგ სეისინის მოზარდთა უმაღლეს სკოლაში და ბოლოს მინატოს ტაიონში მდებარე უმაღლეს სკოლაში. მან უმაღლესი სკოლა 1953 წელს დაამთავრა.
კოლეჯში შესვლის შემედეგ, ცნობილი გახდა, როგორც „მიტი“ (ミッチ), თუმცა მას მაინც შემორჩა ძველი სახელი „ტემპლი-ჩანი“, რომელიც მას ამერიკელი მასახიობი ქალის, შირლი ტემპლის გამო შეარქვეს, რადგან მიჩიკოს მისავით ხვეული თმა ჰქონდა. თუმცა მან უარი თქვა კათოლიკობაზე და კერძო ქრისტიანულ სკოლაში შევიდა (არა ბაბტისტურ).
1957 წელს ტოკიოს საკრიდ ჰარტის უნივერსიტეტში აიღო ხელოვნების ბაკალავრი ინგლისურ ლიტერატურაში. აგრეთვე კურსები გაიარა ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. [2]
მიჩიკოს მდიდარი მშობლები ძალიან წუხდნენ იმაზე, რომ მიჩიკოს ადრე ქორწინდებოდა, რადგან 1950-იან წლებში ის მხოლოდ რამდენიმე მთხოვნელს შეხვდა. [3] ცნობილი მწერალი იუკიო მისიმა თავის ბიოგრაფიაში (წიგნ „ჰენრი სკოტ სტოკსში“, მწერლის ბიოგრაფიული წიგნი რომელიც Cooper Square Press-მა 2000 წელს გამოსცა) წერს, რომ იგი მიჩიკოს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო და მას მისი ცოლად შერთვაც უნდოდა. [4][5]
1957 წლის აგვისტოში, ქალაქ კარუიძავაში მიჩიკო მომავალ კროპრინც აკიჰიტოს ტენისის კორტებზე შეხვდა. საიმპერატორო ოჯახის საბჭომ (შედგებოდა იაპონიის პრემიერ-მინისტრისგან, იაპონიის პარლამენტისგან და საიმპერატორო ოჯახის ორი წევრისგან) კრონპრინცი მიჩიკო შიოდაზე ფორმალურად 1958 წლის 27 ნოემბერს დანიშნა. ამავე დროს მედია საუბრობდა „ტენისის კორტების რომანზე“ და ამ მოულოდნენ შეხვედრას „ზღაპარი“ უწოდეს. [3] ნიშნობის ცერემონია 1959 წლის 14 იანვარს სასახლეში შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ მიჩიკო მდიდარი მრეწველი ქალიშვილი იყო, მას არ ჰქონდა წარჩინებული წარმომავლობა. 1950-იანებ წლებში მედია და საიმპერატორო ოჯახის ახლობლები იმედოვნებდნენ, რომ ოჯახი კრონპრინცის მეუღლედ მათ ნათესავ ან წარჩინებული წარმომავლობის წევრს აირჩევდა. ზოგი ტრადიციონალისტი და იმპერატორი მეუღლე კიოძუნი ამ ნიშნობას ეწინააღმდეგებოდა, რადგან შიოდა კათოლიკე იყო და ის სინტოიზმურად არ იყო მონათლული.[6] 2000 წელს კიოძუნის გარდაცვალების შემდეგ, Reuters-მა გამოაცხადა, რომ ყოფილი იმპერატორის მეუღლე ამ ქორწინებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა და რომ 1960-იანებში მან თავისი რძალი დეპრესიაში ჩააგდო იმის ბრალდებით, რომ მიჩიკო კრონპრინცს არ შეეფერებოდა. [7]
თუმცა ახალგაზრდა წყვილს ფართო საზოგადოებამ და ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა. ასევე ახალგაზრდა „მიტიმ“ ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა და იგი იაპონიის მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის სიმბოლო გახდა. ქორწინება საბოლოოდ 1959 წლის 10 აპრილს, სინტოს ტრადიციულ ცერემონიაზე შედგა. ქორწილს ტოკიოს ქუჩებში 500,000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს, ხოლო ტელევიზიით 15 მილიონზე მეტი.[8] საიმპერატორო ოჯახში შესვლის თანავე მან მიიღო იაპონიის თეთრი არყის ხის ემბლემა.
მოგვიანებით ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად ტოგუს სასახლეში, იგივე „საიმპერატორო სახლის აღმოსავლეთ სასახლეში“ გადავიდა. კრონპრინცის რეზიდენციამ ოფიციალური სახელი 1952 წელს მიიღო. სასახლე მოტოაკასაკას ქუჩაზე, აკასაკას მამულში მდებარეობს. წყვილმა სასახლე იმის შემდეგ დატოვა,რაც 1989 წელს აკიჰიტო ტახტზე ავიდა.
მიჩიკოს და აკიჰიტოს სამი შვილი შეეძინათ:
1963 წელს გაერთიანებული პრესის ცნობით კრონპრინცესას, რომელიც დაახლოებით 3 თვის ორსული იყო, 22 მარტს ტოკიოში აბორტი გაუკეთეს. [9] როგორც სტატიაში ეწერა „ოპერაცია მისი ექიმის, პროფესორ ტაკესი კობაიასის რჩევით ჩატარდა.“[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.