ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა From Wikipedia, the free encyclopedia
რუხი ყანჩა[1][2] (ლათ. Ardea cinerea) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90–98 სმ, მასა 2 კგ-მდე, ფრთების შლილი 175–195 სმ. საერთო შეფერილობა ვეჟან-რუხია, თავზე, კისერსა და მუცელზე თეთრი მონაკვეთებით. ახასიათებს შავი ზოლი თვალებს ზემოთ, რომელიც გადადის „ნაწნავში“. ახალგაზრდა ფრინველები უფრო მეტად ერთფეროვნები არიან, ფერად რუხი, „ნაწნავის“ გარეშე. ფეხები და ნისკარტი მოყვითალო-მწვანედან ჟანგმიწოვანამდეა, ნისკარტთან არსებული კანის შიშველი მონაკვეთი მოცისფრო ან მომწვანო. ფრენის დროს კარგად ჩანს კონტრასტული ღია რუხი და შავი ფრთები. გამოსცემს მოკლე დაბალ ჩხავანა ხმებს, ბარტყი — ყიყინა და სისინას. გავრცელებულია ევრაზიისა და აფრიკის დიდ ნაწილში, ტიბეტში ადის ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე; გვხვდება საქართველოშიც,[2] როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში.[3] იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, წინა და სამხრეთ აზიაში, აფრიკაში. გადამფრენი, ზოგან მკვიდრი ფრინველია.[4] მიგრირებს მარტო, ხშირად — ღამით, დღისით საკვებ ბიოტოპებში იკრიბებიან ჯგუფებად. ჩვეულებრივ წყალთან ახლოს, ხეებით შემოფარგლულ წყალმარჩხ წყალსატევებთან ცხოვრობს,[4] ზოგჯერ მინდვრებშიც შეინიშნება.[3] ფრენს ჩქარა, რა დროსაც ფეხებს უკან იშვერს, ფრთები კი ფართო ჩანს.[4] ძირითადად იკვებება 500 გრამამდე მასის თევზებით. ბუდობისათვის უპირატესად ირჩევს მაღალ ხეებს (მ. შ. ფიჭვს); ზოგიერთი კოლონია 100 წლის მანძილზეც არსებობს. ბუდე (ჩვეულებრივ, ყოველ წელს განახლებული) დიამეტრით 80, ხოლო სიმაღლეში 60 სმ-ია. დედალი აპრილის პირველ ნახევარში დებს 3–5 (7-მდე) მომწვანო-ცისფერ კვერცხს;[4] ინკუბაცია 21-დან (ტროპიკებში) 27 (ზომიერ განედებში) დღემდე გრძელდება. ცოცხლობს 25 წლამდე. არეალის ფარგლებში ყანჩის ყველაზე მეტად ჩვეული სახეობაა.
რუხი ყანჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ardea cinerea (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22696993 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა
მთელი წლის განმავლობაში
მიგრაციის რაიონები
შემთხვევითი გადაფრენები
შეყვანილი | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.