ყარყატისნაირნი

From Wikipedia, the free encyclopedia

ყარყატისნაირნი

ყარყატისნაირნი, ლაკლაკისნაირნი (ლათ. Ciconiiformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებდა 6 ოჯახს (ყანჩისებრნი, ნავნისკარტასებრნი, ვეშაპთავა ყანჩისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი, ყარყატისებრნი (ლაკლაკისებრნი), ივეოსისებრნი (იბისისებრნი)), 49 გვარსა და 118 სახეობას, დღეისთვის — ერთადერთ ოჯახს ყარყატისებრნს.[1]

სწრაფი ფაქტები ყარყატისნაირნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ყარყატისნაირნი

ყარყატის ფრენა ხანჩალის ტბის თავზე, ჯავახეთი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ciconiiformes (Bonaparte, 1854)
დახურვა

საქართველოში რამდენიმე სახეობა, მ. შ. ლაკლაკი (ლათ. Ciconia ciconia), იშხვარი (ლათ. Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ყარყატისნაირნი ბინადრობენ ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, მხოლოდ ლაკლაკები და ყარყატები ბინადრობენ ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. დებენ 2-3 კვერცხს, მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. ყარყატისნაირზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო. ამჟამად „ყარყატისნაირთა“ ნაცვლად იხმარება ლაკლაკისნაირნი.

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.