From Wikipedia, the free encyclopedia
რუვუ’მა (როვუ’მა) — მდინარე აღმოსავლეთ აფრიკაში, უმეტესად მიედინება ტანზანიისა და მოზამბიკის საზღვრის გასწვრივ.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
რუვუმა | |
---|---|
ქვეყანა | ტანზანია მოზამბიკი |
სათავე |
ნიასას ტბის აღმოსავლეთი მთები 10°45′00″ ს. გ. 35°40′00″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1000 მ |
შესართავი | 10°28′28″ ს. გ. 40°26′13″ ა. გ. |
სიგრძე | 800 კმ |
აუზის ფართობი | 150 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
რუვუმა ვიკისაწყობში |
მდინარის ორი განშტოება ერთმანეთს 11°25′ ს. გ. 38°31′ ა. გ. კოორდინატზე უერთდება, უფრო გრძელი — ლუჯენდა, მოედინება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მეორე, როვუმა კი — აღმოსავლეთიდან. მისი სათავე ჰოლმის პლატოზე, ნიასას ტბიდან აღმოსავლეთით (10°45′ ს. გ. 35°40′ ა. გ.) კოორდინატზე მდებარეობს. გარდა ლუჯენდისა, რუვუმას უერთდება მსინჯე და ლუჩულინგო. ქვემო წელში მდინარე მნიშვნელოვნად ფართოვდება, ქმნის ტყის დაფარულ კუნძულებს, რომელთაგან უმრავლესობა დასახლებულია. მშრალ სეზონზე მდინარე ბევრ ადგილზე თხელდება და ფონს ქმნის. ინდოეთის ოკეანესთან შესართავის სიგანე 1600 მეტრზე მეტია. რუვუმას საერთო სიგრძე დაახლოებით 1600 კილომეტრია.
მოზამბიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წელს იყო წინადადება მოზამბიკისა და ტანზანიის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მდინარეზე აეშენებინათ ხიდი. 1980-იან წლებში მომზადდა პროექტი და ჩატარდა რიგი სამუშაოებისაა, თუმცა ხიდის მშენებლობა, ფინანსების ნაკლებობის გამო არ დასრულებულა. 2002 წელს, ორი ქვეყნის მთავრობებმა ახალი, 600 მეტრიანი ხიდის აშენებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხიდის მშენებლობა 2005 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და დასრულდა 2010 წლის დასაწყისში და $ 29 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.
2007 წელს რუვუმას ზემო წელში, ნიასას პროვინციაში მცირე ხიდი გაიდო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.