From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ლი ფროსტი (დ. 26 მარტი, 1874 — გ. 29 იანვარი, 1963) — ამერიკელი პოეტი. პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატი.
რობერტ ფროსტი დაიბადა სან-ფრანცისკოში, ჟურნალისტ უილიამ პრესკოტ ფროსტის და ისაბელ მუდის ოჯახში. დედა წარმოშობით შოტლანდიელი იყო, მამა კი ინგლისელი. თავისი პირველი ლექსი ფროსტმა სკოლის ჟურნალში გამოაქვეყნა. კოლეჯში ორთვიანი სწავლის შემდეგ ფროსტი სახლში დაბრუნდა და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა; დაქონდა გაზეთები და მუშაობდა ქარხანაში, მაგრამ ახალგაზრდა რობერტი გრძნობდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება პოეზია იყო.
1894 წ. ფროსტმა თავისი პირველი ლექსი ”ჩემი პეპელა: ელეგია” გაყიდა, რომელიც ნიუ-იორკ ინდეფენდანთში დაიბეჭდა. თავისი პირველი წარმატებით გახარებულმა ფროსტმა ქორწინება შესთავაზა ელეონორ უაითს, რომელმაც მას თავდაპირველად უარი განუცხადა და სთხოვა დაემთავრებინა კოლეჯში სწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ წყივლმა იქორწინა ჰარვარდში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნიუ-ჰემფშირში, ფროსტის ბაბუის მიერ ნაჩუქარ ფერმაში გადავიდნენ, სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ფროსტმა ლექსები, რომლებმაც მომავალში სახელი განუთქვეს ახალგაზრდა პოეტს. ფროსტის ფერმერული მოღვაწეობა არ გამოდგა წარმატებული და პოეტი ისევ ქალაქში დაბრუნდა. 1906 - 1911 წლებში ფროსტი ინგლისურ ენას ასწავლიდა პინკერტონის აკადემიაში და ნიუ-ჰემფშირის სკოლაში.
1912 წ. ფროსტი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და თავდაპირველად ცხოვრობდა გლაზგოში, შემდეგ კი ლონდონში, სადაც გაიცნო ეზრა ფაუნდი, ედვარდ თომასი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფაუნდმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა პოეტს და დადებითი შეფასება მისცა მის შემოქმედებას.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფროსტი ისევ ამერიკაში დაბრუნდა და ფრანკონიაში ფერმა შეისყიდა. პოეტმა ისევ ნიუ-ჰემფშირში განაგრძო კარიერა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ლექციებს კითხულობდა. 1927 - 1938 წწ. ფროსტი ამჰერსტის კოლეჯში ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. 1921 - 1963 წწ. განმავლობაში ფროსტი ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ვერმონტში და ასწავლიდა მიდლბურის კოლეჯში. ამ სასწავლებელმა სწორედ ფროსტის მოღვაწეობის დროს გაითქვა სახელი. 1940 წ. ფროსტმა შეიძინა სახლი ფლორიდაში, სადაც ზამთარში ჩადიოდა.
ფროსტს 40-მდე საპატიო წოდება აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრინსტონის, ოქსფორდის, კემბრიჯის და სხვ. 1961 წ. 86 წლის ფროსტი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგურაციაზე.1962 წ. მოხუცი პოეტი ესტუმრა საბჭოთა კავშირს და შეხვდა გამოჩენილ რუს პოეტს ანა ახმატოვას.
რობერტ ფროსტი გარდაიცვალა ბოსტონში, 1963 წ. 89 წლის ასაკში. დაკრძალულია ბენინგთონის სასაფლაოზე, ვერმონტში.
მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და ლექსთა კრებულები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.