Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
„რკინის კაცი“ (ინგლ. Iron Man) — Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების კომიქსების ეკრანიზაცია, რომელშიც მონაწილეობენ რობერტ დაუნი უმცროსი (ტონი სტარკი), გვინეთ პელტროუ (პეპერ პოტსი), ტერენს ჰოვარდი (ჯეიმზ როუდსი) და ჯეფ ბრიჯესი (ობადია სტეინი). ფილმის რეჟისორია ჯონ ფავრო.
„რკინის კაცი“ | |
---|---|
ჟანრი | სუპერგმირული ფილმი |
რეჟისორი | ჯონ ფავრო |
პროდიუსერი |
ავი არადი კევინ ფაიგი |
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | |
როლებში |
|
მუსიკა | რამინ ჯავადი |
ოპერატორი | მეთიუ ლიბატიკი |
მონტაჟი | დენ ლებენტალი |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 126 წთ[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 140 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 585.2 მილიონი აშშ დოლარი[2] |
ფილმის წარმოება მიმდინარეობდა 1990 წლიდან, კომპანიების Universal Pictures, 20th Century Fox და New Line Cinema მიერ, სანამ Marvel Studios უფლებებს 2006 წელს დაიბრუნებდა. Marvel-მა პროექტი წარმოებაში ჩაუშვა და თავად დააფინანსა, ხოლო Paramount Pictures დისტრიბუტორის სახით მოქმედებდა. [nb 1]. მის რეჟისორად ფავრო დაინიშნა, რომელმაც მიზნად დაისახა ფილმში უფრო ბუნებრივი გარემოს შექმნა და გადაწყვიტა მისი კალიფორნიაში გადაღება. ეს, თავის მხრივ, განსხვავდება კომიქსებისგან, სადაც მთავარი პერსონაჟი აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს. ასეთი არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რეჟისორს სურდა, გარკვეული განსხვავება ყოფილიყო ამ და ნიუ-იორკში დატრიალებული სუპერგმირებული ფილმების მოქმედებათა შორის. გადაღების დროს მსახიობებს მიეცათ საკუთარი დიალოგების იმპროვიზაციის საშუალებაც, ვინაიდან წარმოების წინა პროცესის დროს ყურადღება გამახვილებული იყო მხოლოდ სიუჟეტსა და მოქმედებებზე. იარაღის მოდელები, შექმნილი რეზინისგან და ლითონისგან სტენ უინსტონის კომპანიის მიერ, შერეული იქნა კომპიუტერულ გრაფიკასთან, რათა შეექმნათ მთავარი პერსონაჟი. Hasbro და Sega დაკავებულები იყვნენ დაკავშირებული პროდუქციის გაყიდვით, ხოლო პროდუქტის განლაგების ხელშეკრულებები გამორმა ფირმებთან Audi, Burger King, LG და 7-Eleven.
ფილმის მიმოხილვები დადებითი იყო და განსაკუთრებით აღინიშნებოდა დაუნის შესრულება.[6] ამერიკის კინოისტიტუტის მიერ ფილმი არჩეული და შეყვანილი იქნა წლის საუკეთესო 10-ეულში. დაუნი, ფავრო და პელტროუ მოგვიანებით კვლავ დაბრუნდნენ 2010 წლის 7 მაისს გამოსული „რკინის კაცი 2“-ის გადასაღებად. დაუნის გმირი ეპიზოდური პერსონაჟის სახით გამოჩნდა ფილმში „საოცარი ჰალკი“ და ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა ფილმში „შურისმაძიებლები“ (2012). დაუნიმ კვლავ შეასრულა რკინის კაცის როლი მესამე ფილმში, „რკინის კაცი 3“, რომელიც 2013 წლის 3 მაისს გამოვიდა. იგი კვლავ გამოჩნდება შურისმაძიებელთა თავგადასავლებისადმი მიძღვნილ შემდეგ ფილმში, „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ და მესამე ნაწილში, „შურისმაძიებლები 3“.[7]
ავღანეთში ბიზნეს-მივლინებით ჩასული ტონი სტარკი, ცნობილი გამომგონებელი, დემონსტრირებას უკეთებს კომპანიის Stark Industries უნივერსალურ საბრძოლო იარაღებს - უნიკალურ რაკეტებს, რომლებიც ნებისმიერ მიზანს ნებისმიერ შემთხვევაში ანადგურებენ. სტარკის მანქანა ამავე კომპანიის ყუმბარაზე ფეთქდება. მას იტაცებენ ავღანელი ტერორისტები. მათ ასევე დატყვევებული ჰყავთ პროფესორი იინსენი. სტარკის სხეულში შეჭრილია მრავალი ნამსხვრევი, რომელიც მის გულს უახლოვდება. იინსენი მის სხეულში ამონტაჟებს მცირე რეაქტორს, რომელიც ამ ნამსხვრევებს აჩერებს. რეაქტორი მუდმივად ჩართული უნდა იყოს, რათა სტარკმა იცოცხლოს. ცხოვრების წესით ტიპური მექალთანე და გართობის მოყვარული სტარკი გადაწყვიტავს შეიცვალოს. ტერორისტები მას უბრძანებენ ახალი სუპერ-რაკეტის შექმნას და სტარკიც, იინსენთან ერთად თავდაპირველად თავს ისე აჩვენებს, თითქოს იგი მართლაც ამზადებს ასეთ რაკეტას, მაგრამ პარალელურად იგი ქმნის გიგანტური რკინის კაცის კოსტიუმს, რომელშიც თავად აპირებს ჩაჯდომას და ტყვეობიდან თავის დაღწევას. ამ გაქცევისას იინსენი ეხმარება მას და იღუპება, ხოლო სტარკი აფეთქებს ტერორისტთა ბაზას და საფრენი აპარატის საშუალებით (რომელიც მის კოსტიუმშია ჩამონტაჟებული) შინ გაფრენას ცდილობს. არასწორად აწყობილი კოსტიუმი იშლება და სტარკი ეცემა უდაბნოში, სადაც მას აშშ სამხედრო ძალები აიყვანენ და შინ მიჰყავთ.
სტარკს უჩნდება ეჭვი და ინტერესი, თუ ვინ აწვდის ტერორისტებს მისივე კომპანიის გამოშვებულ იარაღს. იგი სასწრაფოდ იწვევს პრეს-კონფერენციას და აცხადებს, რომ აღარ გამოუშვებს ასეთ იარაღს, რადგანაც იგი მშვიდობიანი ხალხის გასანადგურებლად გამოიყენება. მას ეჭვი აქვს სტეინზე, მამამისის (რომელიც ასევე გამომგონებელი იყო) თანაშემწეზე. სტარკი ქმნის რკინის კაცის სრულყოფილ ჯავშანს, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ფუნქციებით და იარაღით. იგი მიემართება ავღანეთში და ანადგურებს ტერორისტებისა და საკუთარი კომპანიის იარაღის ერთ ნაწილს. ეს იქცევს აშშ-ის ძალების ყურადღებას და ორი F-22 ტიპის თვითმფრინავი სტარკს დაედევნება. ამასობაში ტონის ურეკავს ლეიტენანტი ჯეიმზ როუდსი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი რკინის კაცია.
სტარკი კომპანიის ოფისში უშვებს თავის თანაშემწეს, პეპერ პოტსს, რომელმაც უნდა გადაიწეროს USB-მეხსიერების ჩიპზე ინფორმაცია ექსპორტირებულ იარაღზე. ტონის იმედი აქვს, რომ ასე იგი შესძლებს ტერორისტებისთვის იარაღის ექსპორტის შეჩერებას. ამასობაში ირკვევა, რომ სტეინი ჩადის ავღანეთში და თავად იხილავს იმ ჯავშანს, რომელშიც ტონი გაეპარა ტერორისტებს. სტეინი ქმნის საკუთარ რკინის კაცს, გაცილებით დიდს, ვიდრე ტონის რკინის კაცია. იგი უპირველეს ყოვლისა ცდილობს ტონის განადგურებას, რადგანაც მას სურს მთელი კომპანიის მისაკუთრება. ფრენისას ორივე აღმოჩნდება ღრუბლებზე უფრო მაღლა. აქ სტეინი შეცდომას უშვებს - ტონის კოსტიუმი გათვლილია დაბალ ტემპერატურაზე, მისი კი - არა. სტეინი ეცემა მიწაზე და იღუპება. ტონი ბრუნდება.
მეორე დღეს პრესა უცნაურ რობოტს ოფიციალურად უწოდებს რკინის კაცს. პრეს კონფერენციაზე სტარკმა უნდა წაიკითხოს მოგონილი ამბავი იმაზე, თუ რა დაემართა სტეინს და უარყოს ვარაუდები იმაზე, რომ იგი რკინის კაცია. მაგრამ იგი რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს და ადასტურებს, რომ ნამდვილად რკინის კაცია.
ფილმის სცენაში, რომელიც ფინალურ ტიტრებს მიჰყვება, S.H.I.E.L.D.-ის ხელმძღვანელი ნიკ ფიური სტარკს შინ ეწვევა და ეუბნება, რომ „რკინის კაცი არ არის ერთადერთი სუპერგმირი“ და სურს „შურისმაძიებელთა ინიციატივის“ განხილვა.
ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ: სემუელ ლ. ჯექსონი (ნიკ ფიური), კლერ გრეგი, ჯონ ფავრო, ჰიუ ჰეფნერი, ტომ მორელო, ჯიმ კრამერი და სტენ ლი.
ფილმის მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ რამინ ჯავადის, რომელიც რკინის კაცის კომიქსების მოყვარული იყო 1970იანი წლებიდან. აღსანიშნავია, რომ მუსიკის შექმნა ამ ფილმისათვის მან დაიწყო ფილმის მცირე რეკლამის ნახვის შემდეგ. იგი დაინტერესებული იყო გიტარის მძიმე რიფების გამოყენებით და, გარდა ორკესტრული პარტიებისა, ფილმში გამოიყენა ჯგუფების Rage Against the Machine და Audioslave გიტარისტის, ტომ მორელოს მიერ ჩაწერილი სოლო პარტიები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.