Lockheed Martin-ისა და Boeing-ის მიერ შემუშავებული Stealth Aircraft From Wikipedia, the free encyclopedia
F-22 Raptor — Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში, მხოლოდ 187 F-22 არის შეკვეთილი. მისი ექსპორტი აკრძალულია, მიუხედევად იმისა, რომ იაპონიამ, ისრაელმა და ავსტრალიამ ინტერესი გამოიჩინა.
F-22 Raptor | |
---|---|
აშშ–ის F-22 Raptor | |
ფუნქცია | სტელსის საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი |
წარმოება | Lockheed Martin Aeronautics Boeing Integrated Defense Systems |
პირველი გაფრენა | YF-22: 29 სექტემბერი 1990 F-22: 7 სექტემბერი 1997 |
წარდგენა | 15 დეკემბერი 2005 |
სტატუსი | აქტიური |
მომხმარებლები | აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები |
რაოდენობა | 141 (2009 წლის მაისისთვის) |
პროგ. ღირებულება | 65 მილიარდი აშშ-ის დოლარი |
ღირებულება | 137.5 მილიონი აშშ-ის დოლარი |
შეიქმნა | X-44 MANTA FB-22 |
ზოგიერთი მას იწუნებს რადგან ფიქრობს, რომ იგი არაა გათვლილი ასიმეტრიული კონფლიქტებისთვის, რომლებშიც ამერიკელები მონაწილეობენ (ავღანეთის ომი, ერაყის ომი) და რომლებშიც, მათი აზრით, საჭიროა მოიერიშე თვითმფრინავები და არა ცივი ომის ტიპური საჰაერო უპირატესობის მფლობელი თვითმფრინავები.
2011 წლის მონაცემებით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღია.
2004 წლის 20 დეკემბერს, ნელის ბაზიდან აფრენის შემდეგ ერთი F-22 მაშინვე ჩამოვარდა. მფრინავმა დროულად მოახდინა კატაპულტირება და გადარჩა[1].
2009 წლის 25 მარტს, ერთი F-22 ჩამოვარდა ედვარდსის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით. მფრინავი არ მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი მუშაობდა კომპანია Lockheed-თვის. დაიღუპა[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.