ჰიდროელექტროსადგური საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
რიონის ჰიდროელექტროსადგური, რიონჰესი — საქართველოს ჰიდროელექტროსადგური მდინარე რიონზე. მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1927–28 წლებში. საპროექტო სიმძლავრე — 48000 კვტ, წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ·სთ. პირველი ორი აგრეგატი ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს, ხოლო III და IV აგრეგატი — 1934 წელს. ამავე წლის 30 ივლისს რიონის ჰიდროელექტროსადგური გადაეცა საექსპლუატაციოდ. 1934 წლიდანვე განხორციელდა რიონჰესისა და ზაჰესის პარალელური მუშაობა და შეიქმნა საქენერგოს სისტემა.
1951 წლიდან რიონის ჰიდროელექტროსადგურის მართვის სისტემა ავტომატურია.
1935–1983 წლებში რიონის ჰიდროელექტროსადგურმა გამოიმუშვა 13,3 მლრდ. კვტ·სთ ელექტროენერგია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.