From Wikipedia, the free encyclopedia
რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი (გერმ. Reinhard Heydrich; დ. 7 მარტი 1904 — გ. 4 ივნისი 1942) — გერმანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ნაცისტური გერმანიის SS-ისა და პოლიციის მაღალი რანგის თანამდებობის პირი და ჰოლოკოსტის მთავარი არქიტექტორი. რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი (გესტაპოს, კრიპოსა და უსაფრთხოების სამსახურის ჩათვლით) და აგრეთვე ბოჰემიისა და მორავიის „სტელვერტრეტენდერ რაიხსპროტექტორი“.
რაინჰარდ ჰაიდრიხი | |
ჰაიდრიხი 1940 წელს | |
ბოჰემიისა და მორავიის რაიხსპროტექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი 1941 – 4 ივნისი 1942 | |
რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს დირექტორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 სექტემბერი 1939 – 4 ივნისი 1942 | |
ინტერპოლის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აგვისტო 1940 – 4 ივნისი 1942 | |
გესტაპოს დირექტორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი 1934 – 27 სექტემბერი 1939 | |
დაბადებული | 7 მარტი, 1904 ჰალე ზაალზე, პრუსია, გერმანიის იმპერია |
გარდაცვლილი | 4 ივნისი, 1942 (38 წლის) პრაღა-ლიბენი, ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატი (ახლანდელი პრაღა, ჩეხეთი) |
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის კომისიის პრეზიდენტი და 1942 წლის იანვარში ვანზეს კონფერენციის ებრაელთა საკითის საბოლოო გადაწყვეტილების თავმჯდომარე, რაც მიზნათ ისახავდა გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ებრაელის დეპორტაციასა და გენოციდს. ნაცისტური გერმანიის შიდა მტრების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი.
მრავალი ისტორიკოსი რაინჰარდ ჰაიდრიხს მიიჩნევს ნაცისტური რეჟიმის ყველაზე ბნელ ფიგურად; ადოლფ ჰიტლერი ახასიათებდა მას, როგორც „ადამიანს, რკინის გულით“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.