From Wikipedia, the free encyclopedia
პრესტიჟი — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2006 წლის მხატვრული ფილმი, გადაღებული კრისტოფერ პრისტის რომანის მიხედვით.
„პრესტიჟი“ | |
---|---|
რეჟისორი | კრისტოფერ ნოლანი |
პროდიუსერი |
კრისტოფერ ნოლანი ემა თომასი |
სცენარის ავტორი | კრისტოფერ ნოლანი, ჯონათან ნოლანი, კრისტოფერ პრისტი (რომანი) |
როლებში |
ჰიუ ჯეკმენი კრისტიან ბეილი მაიკლ კეინი სკარლეტ იოჰანსონი დევიდ ბოუი ენდი სერკისი |
კომპოზიტორი | დევიდ ჯულიანი |
ოპერატორი | ვოლი პფისტერი |
მონტაჟი | ლი სმითი |
სტუდია |
Newmarket Films Syncopy Films |
დისტრიბუტორი |
ჩრდ.ამერიკა/იაპონია: Touchstone Pictures მსოფლიო: Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
20 ოქტომბერი, 2006 (აშშ) 10 ნოემბერი, 2006 (ბრიტანეთი) |
ხანგრძლივობა | 130 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 40 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 109,676,311 აშშ დოლარი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ორიგინალური რომანისგან განსხვავებით, სიუჟეტი მოწოდებული ფრაგმენტულად, ე.წ. ’ფლეშბეკების’ დახმარებით.
ორი ბრიტანელი ილუზიონისტი, რობერტ ენჯეირი (ჰიუ ჯეკმენი) და ალფრედ ბორდენი (კრისტიან ბეილი) მეგობრობდა მანამ, სანამ ბორდენის შეცდომის გამო ენჯეირის ცოლი არ დაიღუპა. იმ დროიდან მოყოლებული ორივე ერთმანეთის მოსისხლე მტრად და კონკურენტად იქცა. ისინი ერთმანეთს სხვადასხვა დივერსიას უწყობენ, დასცინიან და შეყვარებულებსაც ისაკუთრებენ.
ორივე ილუზიონისტის საყვარელი ფოკუსია ’ადამიანის გადაადგილება’ - წარმდგენი შედის ერთ კარში, ხოლო მეორედან, სულ სხვა ადგილზე, იმავე წამს გამოდის. ბორდენი ფლობს მის საიდუმლოს, მაგრამ პოპულარობისათვის არტისტიზმი არ ჰყოფნის. ენჯეირი კი იყენებს გრიმიან ორეულს და წარმატებას აღწევს. მაშინ ბორდენი ამოხსნის მის საიდუმლოს. ენჯეირი კი გადაწყვიტავს ბორდენის საიდუმლოს მითვისებას.
ენჯეირის ყოფილი თანაშემწე და ამავე დროს ბორდენის შეყვარებული ოლივია (სკარლეტ იოჰანსონი) ყოფილ უფროსს (რომელმაც მისი სიყვარული უარყო) ბორდენისგან მოპარულ დღიურს გადასცემს. საკვანძო სიტყვა ამ დღიურის ამოსაცნობად არის ’ტესლა’. ენჯეირი მიხვდება, რომ ბორდენი ტელეპორტაციისათვის იყენებს ნიკოლა ტესლას მიერ შექმნილ ცნობილ მანქანას. იგი აშშ-ში მიემგზავრება და ტესლას (დევიდ ბოუი) ასეთივე მანქანის შექმნას დაავალებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მანქანა დასრულებულია, ენჯეირი აღმოაჩენს, რომ დღიური ყალბი იყო - მხოლოდ მის გასაღიზიანებლად. მიუხედავად ამისა, კონსტრუქცია ნამდვილი ტელეპორტაციის საშუალებას იძლევა.
ენჯეირი ტრიუმფალურად ბრუნდება ბრიტანეთში. მანქანის დახმარებით წარმოდგენილ სანახაობებს ანშლაგები ახლავს. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი სანახაობის შემდეგ ენჯეირი იძირება და იხრჩობა შუშის კოლბაში, ისევე როგორც მისი მეუღლე. კონკურენტის მკვლელობაში ბორდენს ადანაშაულებენ (თითქოს მან ტელეპორტაციას ხელი შეუშალა წყლიანი კოლბის დადგმით). მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.
ამ განაჩენის აღსრულების წინ მას ეწვევა ’გაცოცხლებული’ ენჯეირი, რომელიც ჰპირდება, რომ მის შვილზე იზრუნებს. მას სხვა ვერავინ იცნობს და ბორდენს ეშაფოტის თავზე ახრჩობენ. ენჯეირი გადაწყვიტავს მანქანის განადგურებას, მაგრამ მოულოდნელად ჩნდება ბორდენი. აქ ირკვევა სიმართლე: ბორდენი ყოველთვის ორი იყო - მას ჰყავდა ნამდვილი ტყუპისცალი ძმა. ტესლას მანქანა კი სინამდვილეში ტელეპორტაციას არ ახდენს - იგი ქმნის ადამიანის ორეულს. სწორედ ეს ორეული გადის და ესალმება მაყურებელს, ანუ იგი პრესტიჟის როლში გამოდის, ორიგინალი კი წყალში ეცემა. ყოველი გამოსვლის ბოლოს ენჯეირი საკუთარი თავის კლონირებას ახდენს, თავად კი კვდება. ფილმის ბოლოს ნაჩვენებია დიდი დარბაზი უამრავი შუშის კოლბით და მათში ჩაძირული ენჯეირებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.