ენდი სერკისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ენდრიუ „ენდი“ სერკისი[1] (დ. 20 აპრილი, 1964) — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. ის ცნობილია გოლუმის განსახიერებით ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში, რომლისთვისაც მიიღო რამდენიმე ნომინაცია და სატურნის პრემია საუკეთესო მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში (2002). 2005 წელს მან ითამაშა კინგ კონგი პიტერ ჯექსონის ამავე სახელწოდების ფილმში. 2006 წელს გამოსულ ბრიტანულ სატელევიზიო ფილმში, ლონგფორდი, მან შეასრულა ცნობილი ინგლისელი მკვლელის იენ ბრედის როლი, რამაც ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.
2011 წელს სერკისმა ითამაშა მაიმუნების პლანეტის ფრენჩაიზის ახალ ფილმში, მაიმუნების პლანეტის აღზევება.[2] ის ასევე მიიღებს მონაწილეობას სტივენ სპილბერგის სურათში ტენტენის თავგადასავლები: მარტორქის საიდუმლო, 2012 წელს კი კვლავ განასახიერებს გოლუმს ჯ. რ. რ. ტოლკინის ჰობიტის ეკრანიზაციაში.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ენდი სერკისი“ ვიკისაწყობში.
- ენდი სერკისი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.