From Wikipedia, the free encyclopedia
ორსეს მუზეუმი (ფრანგ. Musée d'Orsay) — სახვითი ხელოვნების მუზეუმი პარიზში.[1] მდებარეობს მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. მუზეუმში წარმოდგენილია ძირითადად 1848–1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა და პოსტიმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს. ითვლება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმად ევროპაში. 2019 წელს მუზეუმის დამთვალიერებელთა რაოდენობამ 3.6 მილიონს გადააჭარბა.[2][3].
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ორსეს მუზეუმი სპექტაკლებისა და კონცერტების გამართვის ადგილსაც წარმოადგენს. ამას გარდა, აქ იმართება კინოს წარმოშობისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი. პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსე ორშაბათობით დაკეტილია.
1986 წელს ძველი გარ დ'ორსე (ფრანგ. Gare d'Orsay)[4] გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს. აშენდა რა ვიქტორ ლალუს მიერ ორლეანის რკინიგზის კომპანიის შეკვეთით, სადგურისა და მისი სასტუმროს ინაუგურაცია 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის დროს მოეწყო.
დღეისათვის ორსეს მუზეუმში წარმოდგენილია ისეთი ოსტატების ნამუშევრები, როგორებიც არიან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.