From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან დეზირე გიუსტავ კურბე (ფრანგ. Gustave Courbet; დ. 10 ივნისი, 1819, ორნანი — გ. 31 დეკემბერი, 1877) — ფრანგი პეიზაჟისტი, ჟანრისტი და პორტრეტისტი. ფერწერაში რომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამსრულებელი და რეალიზმის დამფუძნებელი.
ხელოვნებისადმი მიდრეკილებამ კურბე 1839 წელს პარიზში მიიყვანა, სადაც ის მრავალ სახელოსნოში მუშაობდა, ყველაზე მეტად კი შტეიბენთან, გესკთან და ანჯერსკთან. პირველივე ნამუშევრებიდან, გამოფენილი პარიზის სალონში 1844 წელს („დაჭრილი“), საკუთარ თავს უკიდურეს რეალისტად წარმოადგენს, რაც შემდეგში კიდევ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მისი მტკიცებით ხელოვნების მიზანი შიშველი სინამდვილისა და ცხოვრებისეული პროზის ასახვა იყო, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.