Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
რეალიზმი (ლათ. realis ნამდვილი) — მხატვრული შემეცნების მეთოდი. ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა XIX საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.
რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ. წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია XIX საუკუნის შუა წლების რომანტიზმის იდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის ხელოვნების გაბატონებული ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.
რეალისტები ცდილობდნენ ყოველდღიურ ხასიათთა, სიტუაციების, დილემებისა და მოვლენების აღწერას „აკურატული“ (ან რეალისტური) მანერით. ის ეწინააღმდეგებოდა რომანტიზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგებოდა. რეალისტები უკუაგდებდნენ თეატრალურ დრამასა და ხელოვნების კლასიკურ ფორმებს, რათა გამოეხატათ უფრო საყოველთაო ან „რეალისტური“ თემები. ამასთან რეალისტები ეყრდნობოდნენ მეცნიერულ ფაქტებს და ბუნებასა და ცხოვრებას მათ ირგვლივ. ამ პერიოდში მოღვაწე ფრანგი პეიზაჟისტების ჯგუფი, რომელთა შთაგონების საგანი ბუნებისგან შექმნილი ხელოვნება იყო ბარბიზონის სკოლად იწოდებოდა. ასევე აღსანიშნავია, პრე-რაფაელიტთა საძმო, რომლებიც განადიდებდნენ რაფაელამდე არსებულ ხელოვნებას (რაფაელის პერიოდში ხელოვნება საკმაოდ გაიდეალიზებული იყო).
მნიშვნელოვან რეალისტთა შორის არიან:
იტალიური ნეორეალიზმი იყო კინემატოგრაფიული მიმდინარეობა რეალიზმის ელემენტებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში განვითარდა. ცნობილ ნეორეალისტთა შორის იყვნენ ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი, და რობერტო როსელინი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.