From Wikipedia, the free encyclopedia
ონის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3] საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკები. ფართობი 1326,3 კმ². ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ონი. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 60 სოფელია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ონის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ონი | ||||
კოორდინატები | 42°35′02″ ჩ. გ. 43°26′30″ ა. გ. | ||||
გამგებელი | გიორგი ლობჯანიძე | ||||
ფართობი | 1712 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 6130 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 3,6 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,1 % ოსები 0,4 % ებრაელები 0,2 % რუსები 0,1 % სომხები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,68 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 473 | ||||
ოფიციალური საიტი | https://oni.gov.ge/ | ||||
| |||||
1917 წლამდე ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1917 წლიდან 1928 წლამდე — რაჭის მაზრაში, 1929 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წლის მარტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით — ქუთაისის ოლქში, 1930 წლის ოქტომბრიდან — იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა ამბროლაურის რაიონში. 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით და იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1991 წელს მას შეუერთდა ჯავის რაიონის ტერიტორიის ნაწილი, 36 კვადრატული კილომეტრი, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოები.[4]
პარტია | 2017[5] | 2021[6] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 27 | 22 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 4 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 2 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შენების მოძრაობა | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 33 | 33 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 12 318 |
2002 | 9 182 |
2014 | 6 130 |
2021[7] | 5 600 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.