ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3] საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური.
Remove ads
Remove ads
გეოგრაფია
მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.
ისტორია
მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1930 წელს. მანამდე მისი ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1928 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წელს ცალკე რაიონად გამოიყო. 1951-1953 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი იყო ქალაქი ამბროლაური[4]
მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 11 186 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 9,8 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 69 სოფელი.
აღწერის მონაცემები
მმართველობა
საკრებულო
ადმინისტრაციული ერთეულები
- ადმინისტრაციული ერთეული ამბროლაური — ქალაქი ამბროლაური;
- ადმინისტრაციული ერთეული ბუგეული — აბანოეთი, ბარეული, ბუგეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა;
- ადმინისტრაციული ერთეული ველევი — ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა;
- ადმინისტრაციული ერთეული ზნაკვა — საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი;
- ადმინისტრაციული ერთეული იწა — ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი;
- ადმინისტრაციული ერთეული ლიხეთი — აბარი, ლიხეთი, ურავი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნამანევი — შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნიკორწმინდა — კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალა;
- ადმინისტრაციული ერთეული სადმელი — ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული;
- ადმინისტრაციული ერთეული სხვავა — სხვავა, ფუტიეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული ღადიში — ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში;
- ადმინისტრაციული ერთეული ცახი — გოგოლათი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი;
- ადმინისტრაციული ერთეული წესი — მუხლი, წესი;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭელიაღელე — აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭრებალო — გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭყვიში — ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში;
- ადმინისტრაციული ერთეული ხვანჭკარა — დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა;
- ადმინისტრაციული ერთეული ხიდიკარი — კვაცხუთი, ხიმში;
- ადმინისტრაციული ერთეული ხოტევი — სხარტალი, წკადისი, ხოტევი.
Remove ads
ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
კულტურა
მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი
მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.), ბარაკონი, ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის ეკლესიების ნანგრევები, რაჭის ერისთავების ციხე — მინდა ციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა. ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია კარსტული მღვიმეები სოფელ ნიკორწმინდასა და სხვავაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა შაორის წყალსაცავი.
გალერეა
- ამბროლაურის რაიონის რუკა, 1975 წ.
ლიტერატურა
- უთმელიძე მ., ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 121-122.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads