დაბა საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ნარუჯა — დაბა საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების შუამდინარეთში, ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით, 10 კმ დაშორებით, ლაითურის აღმოსავლეთით. ნარუჯაში არის საჯარო სკოლა[4] და საბავშვო ბაღი. დაბაში გაშენებულია ლურჯი მოცვის პლანტაციები. დაბა დაყოფილია რაიონებად. ნარუჯაში მოქმედებს ერთი მეჩეთი და ერთი მულიმური სამლოცველო.
დაბა | |
---|---|
ნარუჯა | |
საცხოვრებელი სახლი ნარუჯაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°54′25″ ჩ. გ. 41°57′15″ ა. გ. |
დაარსდა | 1949 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1986 |
ფართობი | 12 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2148[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 179 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 93,1 % სომხები 4,7 % აზერბაიჯანელები 0,8 % რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 496[2] |
საფოსტო ინდექსი | 3500[3] |
ტოპონიმი ნარუჯა (ნავრუჯა) უკავშირდება რკინის ხანაში აქ რკინის წარმოებას.[5] ნარუჯის ახლოს, ანასეულში აღმოჩენილია ნამოსახლარი, სადაც დადასტურებულია რკინის გამოდნობა.
1890 წლის მონაცემებით ნარუჯა-იაკობის ტერიტორიაზე მოიპოვებოდა ბიტუმიანი ქვიშა და გუდრონი.[6] ნარუჯის დასახლება გაჩნდა 1929-30 წლებში. 1949 წლის ბოლოს დასახლება გამოეყო ლაითურს და ჩამოყალიბდა ცალკე მეურნეობად, რომელიც ფლობდა 230 ჰექტარ ჩაის პლანტაციას. 1966 წელს დაიდგა რუსთაველის ძეგლი. 1980-იანი წლების დასაწყისში ჩაის უკვე 550 ჰა ეკავა. 1986 წელს ნარუჯამ უკვე დაბის სტატუსი მიიღო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.