From Wikipedia, the free encyclopedia
მცირე მურტალა[1] (ლათ. Tachybaptus ruficollis) — ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. მურტალებს შორის ყველაზე პატარაა, მისი სხეულის სიგრძეა 25–29 სმ, ფრთის შლილი 40–45 სმ,[2][3] ფრთის სიგრძეა 9—11 სმ, ნისკარტისა — 1,6–2,6 სმ, მასა — 150–250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულზე ზურგის მხარეს, ნაწილობრივ ლოყებზეც, მურა-შავია. შავი ფერის ნიკაპის შუა ნაწილში ხშირად მოთეთრო ბუმბულები ურევია. თავის გვერდები თითქმის თვალებამდე, კისერი წინიდან და გვერდებიდან მოწაბლისფრო-ჟღალია. ჩი6ახვი, ფრთების ზემო მფარავები და პირველი რიგის მომქნევები მოშავომურაა. სხეულის მუცლის მხარე ან თეთრია, მუქი ლაქებით, ან მუქია, თეთრის მცირე ნარევით. რუდიმენტულ საჭის ბუმბულებს შორის თეთრიც ურევია. მეორე რიგის მომქნევების უმრავლესობა თეთრია. ზამთარში სხეულის ზედა მხარე მურაა, ნიკაპი და ყელი — მოთეთრო, კისერი წინიდან და გვერდებიდან, ჩიჩახვი და სხეულის გვერდები ჟანგმიწისფერ-ქარცია. ქვემო მხარე მოთეთროა, მუცლის უკანა ნაწილი — მურა-კვამლისფერი. ნისკარტი შავია, რომლის წვერო და ძირი მოყვითალოა. ფეხები მომწვანო-წენგოსფერია, თვალები — მურა ფერის.[4] ახასიათებს მოყვითალო-მწვანე ლაქა ნისკარტთან.[2] გამოარჩევს აგრეთვე ფუმფულა უკანა ნაწილი.[3] თითოეული თითი შემოვლებულია ფართო ლაპოტით. ხმა — მაღალი მელოდიური „უიტ-უიტ“,[5] რომელიც ფლეიტისებრ რაკრაკში გადადის.[6]
მცირე მურტალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tachybaptus ruficollis (Pallas, 1764) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22696545 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობა
გვხვდება მთელი წლის მანძილზე
გამოზამთრება
შემთხვევითი გადაფრენები | |||||||||||||||
|
აღწერილია 6 ქვესახეობა.[7][8] საქართველოში მოიპოვება ფრთათეთრი მცირე მურტალა (T. r. capensis). სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია. გვხვდება სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, წინა, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ზონდისა და ფილიპინის კუნძულებზე, ახალ გვინეაში, ავსტრალიაში და ტასმანიაზე. ზამთრობს მათ შორის ამიერკავკასიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე[4] და მობუდარი ფრინველი.[2] ბუდობის პერიოდში ბინადრობს პატარა დამდგარ, მეტწილად მტკნარ წყალსატევებზე ან მდორე მდინარეებზე, სადაც უხვადაა განვითარებული წყლის მცენარეულობა — ლელი, ისლი, ხილი და სხვ. და აქვთ შლამიანი ფსკერი. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ზოგიერთ მლაშე ტბაზეც. ბუდობის დამთავრების შემდეგ გვხვდება მდინარეთა შესართავებსა და ზღვების სანაპირო ზოლში.[4] თითქმის მთელ დროს წყალში ატარებს. ხშირად ფრენს წყლის პირზე.[5] აქტიურია უპირატესად ღამით.[6]
წყლის მცენარეებისაგან მცურავ ბუდეს აკეთებს მაისში, ჩვეულებრივ ნაპირიდან მოშორებით.[4] დებს 4–5 მოთეთრო კვერცხს.[5] კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 19–20 დღე-ღამე გრძელდება. ძირითადად იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, ჭიებით, წვრილი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით. რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.[4] ირანში სპორტული და კომერციული ნადირობის ობიექტია.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.