From Wikipedia, the free encyclopedia
მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი) — კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის 1980 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი (4 სერია).[1] [2] ფილმი ორ ნაწილიანია. პირველი ნაწილის (I-II სერია) ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1980 წელს, ხოლო მეორე ნაწილის (III-IV სერია) 18.04.1985 წელს.
„მშობლიურო ჩემო მიწავ!“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | რეზო ჩხეიძე |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი |
სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე |
როლებში |
თემურ ჩხეიძე, ევა ხუტუნაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, გიორგი ხარაბაძე, ია ნინიძე |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | გარი კუნცევი |
ოპერატორი | ლომერ ახვლედიანი |
მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
მხატვარი | გივი გიგაური, ზურაბ მეძმარიაშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 189 წთ |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
გიორგი თორელს რაიკომის მდივნად ნიშნავენ საქართველოს სამხრეთ რაიონში — უძველეს მესხეთში. სირთულეების მიუხედავად, იგი მშობლიური მხარის აღორძინებისა და დაცლილი სოფლების შევსებისთვის იბრძვის. რაიონში, სადაც არ არის გზა, ელექტროენერგია, წყალი და სოფლებიც დაცლილია, ვაიოს ველების სახნავ-სათეს მიწად გადაქცევა ბევრს უტოპიად მიაჩნია. თითქოს ახალი რაიკომის მდივნის მცდელობა დონ-კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლას წააგავს, მაგრამ თანამოაზრეების შემოკრებას და დარწმუნებას შეძლებს და აჭარიდან 300 ოჯახის ჩამოსახლების საკითხიც დადებითად გადაწყდება. ფილმში ტკივილი, სევდა, სიხარული და იუმორი ერთადაა თავმოყრილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.