From Wikipedia, the free encyclopedia
მღვიმევი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (წირქვალის თემი), ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მ, ჭიათურიდან 3 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი.
სოფელი | |
---|---|
მღვიმევი | |
მღვიმევის მონასტერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | წირქვალი |
კოორდინატები | 42°18′45″ ჩ. გ. 43°18′18″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
მოსახლეობა | 570[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 570 ადამიანი.
სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე, რომელიც წარმოადგენს ორსართულიანი კლდოვანი ფარდულებისა და ეხების კომპლექსს. მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები. სრულად გაითხარა 1944 წელს. ერთ-ერთი ეხის კედელზე შემორჩენილია პირველყოფილი ადამიანის მიერ ამოკვეთილი ხაზოვან-გეომეტრიული გამოსახულება.
მღვიმესთან ახლოს მდებარეობს დედათა მონასტერი. მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესია დგას. ერთი მაცხოვრის სახელობისაა და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.