From Wikipedia, the free encyclopedia
მირი სტეფანოზის ძე (გ. 738) — VIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ისტორიკოსი ჯუანშერი მას „მეფეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მირს საუხუცესოდ ჰქონდა ეგრისი, სვანეთი, არგვეთი და გურია. ებრძოდა არაბ დამპყრობლებს. თავის უმცროს ძმასთან, არჩილთან ერთად ხელმძღვანელობდა ანაკოფიის ციხე-ქალაქის დაცვას. გარდაიცვალა იქ მიღებული ჭრილობებისაგან. დაკრძალეს მცხეთას. მემატიანე არჩილ სტეფანოზის ძის ე. წ. რეფორმას მირის ანდერძის განხორციელებად მიიჩნევს.
მირი | |
---|---|
ქართლის ერისმთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 663 |
მმართ. დასასრული: | 668 |
წინამორბედი: | სტეფანოზ II |
მემკვიდრე: | არჩილი |
გარდ. თარიღი: | 738 |
შვილები: |
I ასული, ცოლი გუარამ IV-ის II ასული, ცოლი არშუშა VI პიტიახშის, ფეროზის შთამომავალი, თრიალეთის ერისთავი III ასული, ცოლი ნერსე I-ის (ნერსიანი). მათ ჰყავდათ ძე, ადარნასე III IV ასული, ცოლი ადარნასე ადარნასიანის V ასული, ცოლი ვარაზმან ერისთავის VI ასული, ცოლი ჯუანშერ ჯუანშერიანის VII ასული, გურანდუხტი, ცოლი ლეონ I-ის. |
მამა: | სტეფანოზ III |
მირს ჰყავდა 7 ასული. მისი ასულებისთვის მომავალი მეუღლეები დანიშნა მისმა ძმამ, არჩილმა. სამთავროს სახელების უმრავლესობა უცნობია.
წინამორბედი: სტეფანოზ III |
ქართლის ერისმთავარი 735 - 738 დაახლ. 663–668 — ვახუშტი ბატონიშვილი |
შემდეგი: არჩილი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.