From Wikipedia, the free encyclopedia
ლურჯი ძირწითელა (ლათ. Echium vulgare) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30-60 სმ სიმაღლის, მარტივი ან მოკლედ დატოტვილი და სწორი ღერო. მთელი მცენარე გაფარჩხული, რბილი ჯაგრისებური ბეწვითაა დაფარული. ფოთლები ვიწრო ლანცეტა ფორმისაა, მჯდომარე, შებუსული. ყვავილედი ვიწრო საგველასებური ფორმისაა და ნაკლებ დატოტვილი. გვირგვინი ძაბრისებურია, ყვავილობის პირველ პერიოდში წითელი ფერისაა, შემდეგ კი ლურჯი ხდება. ყვავილობს მაისში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში.[1]
ლურჯი ძირწითელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საერთო ხედი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Echium vulgare L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
გავრცელებულია კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკას. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ველებზე, რუდერალურ ადგილებში, ნათესებში.[1]
მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთლებსა და ღეროებში აღმოჩენილოია საპონინი, ქოლინი და ასკორბინის მჟავა. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.