სოფელი აფხაზეთში, საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ლიძავა[1][2] (აფხ. Лӡаа[3] [ლძაა]; ლიძაა) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, ბიჭვინთის კონცხზე. საზღვაო კლიმატური კურორტი. ზღვის დონიდან 5-30 მ, გაგრიდან 25 კმ.
სოფელი | |
---|---|
ლიძავა აფხ. Лӡаа | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლიძავა |
კოორდინატები | 43°10′41″ ჩ. გ. 40°22′03″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 30 მეტრი |
მოსახლეობა | 1506 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
XX საუკუნის პირველ ნახევარში სოფელს ერქვა აჯრა, რაც აფხაზურად „მუხნარს“ ნიშნავს, ხოლო თემს — ლიძავა. 1925 წელს ლიძავის თემი ერთი სოფლით შედიოდა გუდაუთის მაზრაში. 1930 წელს ლიძაას ს/საბჭო 4 სოფლით გუდაუთის მაზრაში შედიოდა. 1938 წელს ლიძავის ს/საბჭო გუდაუთის რაიონიდან გაგრის რაიონს გადაეცა. 1952 წელს ლიძავას ლძაანი, ხოლო 1955 წელს — ლიძავა ეწოდა. ლიძავაში აღმოჩნდა ძვ. წ. XV-XIV სს. ბრინჯაოს ცულების განძი (ცნობილია ბიჭვინთის განძის სახელით), რომელიც შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტოტიპადაა მიჩნეული. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ლძაა (Лӡаа).
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 506 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1 506 | -- | -- |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.