სოფელი აზერბაიჯანში. From Wikipedia, the free encyclopedia
ლექეთი, ლექართი (აზერ. Ləkit, რუს. Лекит) — უძველესი პუნქტი ისტორიულ ჰერეთში, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში (საინგილო). მდებარეობს ქ. კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობა — 1510 კაცი.
სოფელი | |
---|---|
ლექეთი აზერ. Ləkit | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | შაქი-ზაქათალა |
რაიონი | კახი |
კოორდინატები | 41°29′15″ ჩ. გ. 46°50′51″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 486 მეტრი |
მოსახლეობა | 1 510 |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ტერმინი „ლექართი“ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვანაირადაა მოხსენებული. ქართულ წყაროებში მოხსენებულია - ლექართი ანუ ლექეთი (ზ.ედილი, ა.ჩხენკელი, მ. დუმბაძე და სხვ.) რუსულ წყაროებში - лекит ლექით (И. Д. Барановский, М.А Казиев და სხვ.) Лякит ლიაქით - (А.С. Хаханов, К. В. Тревер) და სხვ.
სახელწოდება „ლექართი“ ქართული წარმოშობისაა. ამ სიტყვის სუფიქსი — „ლე“ მეგრულ-სვანური წარმოშობისაა და ქართულ „სა“-ს უდრის, ხოლო ფუძე — „ქართი“, ქართველური სატომო სახელია, რომელიც მეგრულში თბილისის აღმნიშვნელად გამოიყენება. საიდანაც მომდინარეობს „სა-ქართ-ველო“ „ადგილი, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ქართველებით დასახლებული ქვეყანა“[1]
ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1310 წელს ლექართის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე გათხარეს და შეისწავლეს ქრისტიანული წმინდა ნინოს ტაძარი, ტეტრაკონქი (VII-IX სს.). ვარაუდობენ, რომ აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი ლექეთი დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.