From Wikipedia, the free encyclopedia
კახი (აზერ. Qax) — ქალაქი (1967 წლამდე დაბა) აზერბაიჯანში, შაქი-ზაქათალის რეგიონის კახის რაიონის ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობა — 11,415 კაცი. გაშენებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ქურმუხისწყლის ნაპირას.
ქალაქი | |
---|---|
კახი აზერ. Qax | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | შაქი-ზაქათალა |
რაიონი | კახი |
კოორდინატები | 41°25′10″ ჩ. გ. 46°55′05″ ა. გ. |
მმართველი | მუსა შექილიევი |
ცენტრის სიმაღლე | 596±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 13800 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | AZ 3400 |
ოფიციალური საიტი | http://www.qax-ih.gov.az |
ისტორიულად კახი საქართველოს აღმოსავლეთ განაპირა პროვინციის ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი კახი დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[1]
1918-1921 წლებში კახი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ოკრუგი შედიოდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციამ ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მითითებით კახის რაიონი ზაქათალის და ბელაქნის რაიონებთან ერთად აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხის დასამუშავებელი და სამრეეწველო კომბინატები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, ხილსაკონსერვო და ყველ-კარაქის ქარხნები. ქალაქის მიდამოებში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მებაღჩეობა და მებაღეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.