რუსი ფიზიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ლევ დავითის ძე ლანდაუ (რუს. Ландау, Лев Давидович; დ. 22 იანვარი [ ძვ. სტ. 9 იანვარი]1908, ბაქო — გ. 1 აპრილი 1968, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1954).
1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1927 წელს მივლინებული იყო დანიაში (ნილოს ბორთან), ინგლისსა და შვეიცარიაში.
1932 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილებას ხარკოვში; 1937 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის პრობლემათა ინსტიტუტში; 1947 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი); 1937 წელს ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო — 1941 წელს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია; 1956 წელს შემოიღო კომბინირებული ლუწობის ცნება.
შექმნა ორკომპონენტიანი ნეიტრინოს თეორია (1957). 1940–1965 წლებში ე. ლიფშიცთან ერთად გამოაქვეყნა თეორიული ფიზიკის თეორიული კურსი (ლენინური პრემია). ლანდაუმ შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა სკოლა. მის მოწაფეთა შორის იყვნენ: ი. პომერანჩუკი, ა. მიგდალი, ი. ლიფშიცი, ა. აბრიკოსოვი, ე. ლიფშიცი, ი. ხალატნიკოვი, გ. ხუციშვილი და სხვ. ლანდაუს სახელი ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტს. სსრკ სახელმწიფო პრემიები (1946, 1949, 1953). ნობელის პრემია (1962).
მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.