ქართველი ოფიცერი. ვაჟა-ფშაველას ძე. From Wikipedia, the free encyclopedia
ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი (დ. 1887 — გ. 16 თებერვალი 1923) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, ვაჟა-ფშაველას ვაჟიშვილი.
სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში, სადაც დაუახლოვდა თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1917 წ. გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში. შემდგომში სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს და „ბანდიტიზმის“ ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა. 1923 წელს რაზიკაშვილი სიკვდილით დასაჯეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.