ჯიბო ლომაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1925, თიანეთის რაიონი — გ. 27 იანვარი, 2015) — თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი. საქართველოს სსრ IV–V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950–1980 წლებში ეწეოდა პარტიულ მუშაობას. იყო საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ, ბორჯომის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, საქართველოს სსრ ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად და სხვა თანამდებობებზე. იყო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი. მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ დამუშავებაში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი რუსთველოლოგიისა და ვაჟალოგიის დარგებში. ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრობლემებს მან 15 წიგნი და ბროშურა მიუძღვნა. არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიებისა და წერილების ავტორი, რომლებიც სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მისი რედაქტორობით მრავალი ფუნდამენტური მონოგრაფია და კრებული გამოიცა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო თემა — „ვაჟა–ფშაველას საზოგადოებრივ–პოლიტიკური და საისტორიო შეხედულებანი“, დაიცვა 1984 წელს. 2000 დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.