ლადო ჭანტურია
ქართველი ცივილისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ქართველი ცივილისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ლადო ჭანტურია (დ. 14 აპრილი 1963, ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან, ქართველი ცივილისტი, რომელიც 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა ნაწილი ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ბულგარულ ენებზე საზღვარგარეთ არის გამოქვეყნებული. არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი. დაჯილდოებულია გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ჯვრით ("Das Grosse Bundesverdienstkreuz").[2]
ლადო ჭანტურია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 აპრილი, 1963 (61 წლის) |
დაბ. ადგილი | ჯვარი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | იურისტი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და მოსამართლე |
მუშაობის ადგილი | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
ჯილდოები | კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ |
1980—1985 წლებში ლადო ჭანტურია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1986—1989 წლებში კი საბჭოთა კანონმდებლობის ინსტიტუტის (ამჟამად კანონმდებლობისა და შედარებითი სამართლისმცოდნეობის ინსტიტუტი, მოსკოვი) ასპირანტურაში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1991—1993 წლებში ლადო ჭანტურია იმყოფებოდა გეტინგენის უნივერსიტეტში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი, 1994 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებით-სამართლებრივ კვლევა გერმანული სამართლის მაგალითზე”. 1996 წელს იგი მაქს პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი) მაქს პლანკის საზოგადოების სამეცნიერო სტიპენდიატი გახდა. 2004—2006 წლებში ლადო ჭანტურია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატს წარმოადგენდა მაქს პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტსა და ბრემენის უნივერსიტეტში.
ლადო ჭანტურია ფლობს რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
ლადო ჭანტურია 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ქართულენოვანი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ლადო ჭანტურია მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილეა (მათ შორის ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 კონფერენციის, რომელიც 2001 წელს თბილისში ჩატარდა). იგი რამდენიმე ჟურნალის რედაქტორთა კოლეგიის წევრია, მათ შორის: „სამართლის ჟურნალი“, „სამართალი“, „ადამიანი და კონსტიტუცია“, „ბანკი“, „Юрист“ (ყაზახეთის რესპუბლიკა).
2009 წელს — ყაზახეთის ჟურნალ „იურისტის“ პრიზი „საუკეთესო ავტორს“, 2006 წელს — გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო,[2] 2004 წელს — ამერიკის იურისტთა ასოციაციის პრიზი და 2003 წლის რეფორმატორის წოდება, 1996 წელს — ჯორჯ შულცის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის.
ლადო ჭანტურიას ჰყავს მეუღლე — დალი ჭანტურია და ორი შვილი: გიორგი და ნუცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.