კულიკოროს რეგიონი

From Wikipedia, the free encyclopedia

კულიკოროს რეგიონი

კულიკოროს რეგიონი (ფრანგ. Koulikoro) — რეგიონი მალიში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კულიკორო.
  • ფართობი — 95 848 კმ², მოსახლეობა — 2 422 108 ადამიანი (2009 წელი).[1]
სწრაფი ფაქტები რეგიონი, ქვეყანა ...
რეგიონი
კულიკოროს რეგიონი
ფრანგ. Koulikoro
Thumb
ქვეყანა  მალი
ადმ. ცენტრი Koulikoro
კოორდინატები 13°56′40″ ჩ. გ. 7°37′27″ დ. გ.
ფართობი 95 848 კმ²
მოსახლეობა 2 422 108 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 25,27 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]
Thumb
დახურვა

გეოგრაფია

Thumb
სიბის შემოგარენი

კულიკოროს რეგიონს დასავლეთიდან ესაზღვრება კაესის რეგიონი, აღმოსავლეთიდან სეგუს რეგიონი, სამხრეთიდან სიკასოს რეგიონი, ჩრდილოეთიდან მავრიტანია, სამხრეთ-დასავლეთიდან გვინეა. ასევე რეგიონის ანკლავია დედაქალაქის ადმინისტრაციული რაიონი ბამაკო.

კულიკოროს რეგიონი მდებარეობს მალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

კულიკოროს რეგიონში მიედინებიან მდინარეები ნიგერი, ბაულე, სანკარანი, ბაოგე, ბანი, ბაფინგი. რეგიონის სამხრეთ ნაწილში ჭარბობენ ნოტიო სავანები, ჩრდილოეთით ტიპიურია საჰელის ზონის ლანდშაფტი.

მოსახლეობა

კულიკოროს რეგიონის მოსახლეობას წარმოადგენს ბამბარას, მანდინკას და სომონოს ხალხი.

ადმინისტრაციული დაყოფა

Thumb
კულიკოროს რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კულიკოროს რეგიონი იყოფა 7 ოლქად:

მეტი ინფორმაცია ოლქი, ფართობი, კმ² ...
ოლქიფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
ად. (2009)
ნარა30 000242 990
ბანამბა7 500190 235
კოლოკანი12 000233 919
კულიკორო7 260211 103
დიოილა12 794491 210
კატი16 897948 128
კანგაბა5 500100 720
დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.