დაბა საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
კულაში — დაბა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, სამტრედია-ხონის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 50 მ., სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით. დაბაში არის XVIII ს-ის სინაგოგა, საბავშვო ბაღი. 2005 წლიდან მოქმედებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის მუზეუმი.[2]
დაბა | |
---|---|
კულაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°12′15″ ჩ. გ. 42°20′44″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ამჟამინდელი სტატუსი | 1961 |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1702[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 411 |
საფოსტო ინდექსი | 3900 |
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. იყო ფეოდალური საგვარეულოს მიქელაძეების სათავადოს ცენტრი. იმ ადგილას, რომელსაც ჯვარცმის მინდორს ეძახიან, იყო მიქელაძეების სასახლე, ჯვარცმის სახელზე აგებული ეკლესია და ციხესიმაგრე. ჯვარცმის ეკლესია იყო მათი საძვალე. კულაშში ორკლასიანი სკოლა 1895 წელს დააარსა ბერძენმა მეცენატმა კონსტანტინე კორნარსმა, რომელსაც კონსტანტინე მკურნალს უწოდებდნენ. ისვე ხელმძღვანელობდა სკოლას 1902 წლამდე. ამჟამად სკოლა მის სახელს ატარებს. სკოლაში სწავლობენ როგორც კულაშის, ასევე მელაურის და ხუნჯულაურის მცხოვრებლები. 1926 წლისთვის კულაშის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11 434 ადამიანს, ხოლო ფართობი 32,3 კმ²-ს. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საქსოვი ფაბრიკა, პურკომბინატი, ზოოვეტერინარული ტექნიკუმი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1702 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.