From Wikipedia, the free encyclopedia
გურამ აბრამის ძე ბათიაშვილი (დ. 10 იანვარი, 1938, კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — დრამატურგი, პროზაიკოსი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987), მსოფლიოს ებრაელთა კონგრესისა (1991, ვიცე-პრეზიდენტი 2018–2021 წწ.) და საერთაშორისო სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი.
გურამ ბათიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1938 (86 წლის) |
დაბადების ადგილი | კულაში |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და რედაქტორი[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1962 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965–1967 მუშაობდა „ლიტერატურულ გაზეთში“, 1984–2018 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებას“, 1993-იდან გამოსცემს გაზეთ „მენორას“. პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 ჟურნალ „მნათობში“. თანამედროვე ახალგაზრდობის ცხოვრებას მიუძღვნა პირველი პიესა „ძახილი“ (1969 დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრებში). აღსანიშნავია აგრეთვე დოკუმენტური დრამა „კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე“ (1972 დაიდგა ბათუმის დრამატულ თეატრში), „ლალი, სიყვარული და სხვები“ (1976 დაიდგა მოსკოვის ნ. გოგოლის სახელობის თეატრში), „ვალი“ (1976 დაიდგა ქუთაისისა და რუსთავის თეატრებში), „შეთქმულება“ (დაიდგა სოხუმის, ფოთისა და თბილისის თეატრებში), „სოფლის გარდაცვალება“ (1985); ცალკე კრებულად გამოსცა პიესები „ოთხი დღე“ (1972), „სერობის შემდეგ“ (1975), „ვალი“ (1980), „წერილები შვილებს“ (1988), კრებული „დრამატურგია“ (2023). თანამედროვე ლიტერატურისა და თეატრის პრობლემებს მიეძღვნა მისი წიგნები „შენაკადები“ (1977), „კვალი“ (1985). ბათიაშვილმა თარგმნა ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისათვის „მზე ღრუბლებში“ მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1990).
ავტორია რომანებისა: „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“, „მეათე კაცი“, „ელიგულა და ხავა“, „მზის კარავში“; მონოგრაფიებისა: „ნაზიმ ჰიქმეთი“, „დავით ბენგურიონი“; ჩანაწერების წიგნისა „სახეები და სიტუაციები“.
ისრაელის პრეზიდენტმა ეზერ ვაიცმანმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, დააჯილდოვა ღირსების რწმუნებით („თეუდათ ო კარა“). მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდება, ევრაზიის ებრაელთა კონგრესის „ღირსების სიგელი“. [წყარო არ არის მითითებული 330 დღე]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.