From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტინა ელისაბეტ ფერნანდესი (ესპ. Cristina Elisabet Fernández; მეუღლის გვარით კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი; დ. 19 თებერვალი, 1953, ლა-პლატა, არგენტინა) — არგენტინელი პოლიტიკოსი, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი 2019 წლის 10 დეკემბრიდან. არგენტინის პრეზიდენტი 2007-2015 წლებში. ყოფილი პრეზიდენტის ნესტორ კირხნერის მეუღლე. მეორე ქალი პრეზიდენტი არგენტინის ისტორიაში (ისაბელ პერონის შემდეგ) და პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტი გახდა არჩევნების შედეგად.
კრისტინა ფერნანდესი | |
არგენტინის 52-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 2007 – 10 დეკემბერი, 2015 | |
წინამორბედი | ნესტორ კირხნერი |
მემკვიდრე | მაურისიო მაკრი |
დაბადებული | 19 თებერვალი, 1953 ლა-პლატა არგენტინა |
პოლიტიკური პარტია | გამარჯვების ფრონტი |
მეუღლე | ნესტორ კირხნერი |
შვილები | მაქსიმო და ფლორენცია |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
2007 წლის არჩევნებში ფერნანდესი მმართველი პარტიის „გამარჯვების ფრონტი“ კანდიდატი იყო. არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 45%-ით, რითაც 20%-ით გაუსწრო მომდევნო კანდიდატს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა 1983 წლიდან, როდესაც არგენტინაში დემოკრატია აღდგა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაიწყო.
2017 წლის ბოლოს არგენტინის სასამართლომ სენატს მიმართა, დაპატიმრების მიზნით იმუნიტეტი ჩამოართვას ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, სენატორს, კრისტინა ფერნანდესს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, კერძოდ მცდელობა, დაემალა ირანის როლი ბუენოს-აირესის ებრაულ ცენტრში, 1994 წელს მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში, რომლის დროსაც 85 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების მტკიცებით, არგენტინის პრეზიდენტობის პერიოდში, კრისტინა ფერნანდესმა ირანის წარმომადგენლებთან შეთქმულებით დამალა მონაცემები ტერაქტთან თეირანის კავშირის შესახებ. გამომძიებელთა ვერსიით, დუმილის საფასურად ირანი დათანხმდა არეგენტინისთვის მომგებიან გარიგებას - ხორბლის სანაცვლოდ ნავთობის მიწოდებას. 7 დეკემბერს, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაცხადა, რომ ირანთან გარიგება იყო საგარეო პოლიტიკური აქტი და მისი სახელმწიფო ღალატად შეფასება აბსურდულია[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.