From Wikipedia, the free encyclopedia
კორდოვის საამირო (ესპ. Emirato de Córdoba, არაბ. إمارة قرطبة) — ისლამური სახელმწიფო შუა საუკუნეების ესპანეთის ტერიტორიაზე (756-929 წწ.). დააარსეს ომაიანების შთამომავალმა აბდ ალ-რაჰმან I-მა, რომელმაც 756 წელს მიიღო ამირას ტიტული.
კორდოვის საამირო ესპ. Emirato de Córdoba არაბ. إمارة قرطبة საამირო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | კორდობა | |||
ენა | არაბული, მოსარაბული | |||
რელიგია | ისლამი | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
ამირა | ||||
- 756–788 | აბდ ალ-რაჰმან I | |||
ისტორია | ||||
- საამიროს დაარსება | 756 | |||
- ეწოდა კორდოვის სახალიფო | 929 | |||
11-718 წლებში, მუსულმანების მიერ პირენეს ნახევარკუნძულის სწრაფი დაპყრობის შემდეგ, ჩამოყალიბდა პროვინცია, რომელიც ომაიანთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. მისი მმართველის ამირას რეზიდენცია ქალაქი კორდობა გახდა.
750 წელს აბასიანებმა დაამხეს ომაიანების დინასტიადა მათი ეს ოჯახი ამოწყვიტეს. ერთ-ერი გადარჩენილი წარმომადგენელი ეგვიპტეში გაიქცა, აქედან კი მაღრიბში. 755 წლის დასასრულს აბდ ალ-რაჰმანი გადავიდა ესპანეთში, დაიპყრო კორდოვა და თავი ამირად გამოაცხადა. თავიდან ის ფორმალურად ცნობდა აბასიანების ხელისუფლებას ესპანეთში. 765 წლიდან კი დამოუკიდებელი მმართველია. თავისი მმართველობის უდიდესი დრო, მან ქრისტიანებთან ბრძოლას მოანდომა.
თუმცა დამოუკიდებელი საამიროს დამაარსებლად ითვლება აბდ ალ-რაჰმან II, რომელმაც მოახდინა ნახევარკუნძულის სწრაფი ისლამიზაცია და შეამცირა ქრისტიანი მოსახლეობი რაოდენობა ისლამურ მიწებზე.
ქვეყანაში მიმდინარეობდა ბრძოლა არაბებსა და მავრებს შორის ხელისუფლებისათვის, რაც ქრისტიანებს აძლევდა შანსს რეკონკისტა წარმატებით გაეგრძელებინათ. აბდ ალ-რაჰმან III-ის ტახტზე ასვლის დროს საამიროს დაქვეითება და დაქუცმაცება უკვე ფაქტი იყო. მან დაასრულა ქრიტიანული მიწების დაპყრობები, გააერთიანა დაქუცმაცებული საამირო და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.