Remove ads

ზაალ ნიკოლოზის ძე კახიანი (დ. 5 ივლისი, 1927, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 2000, იქვე) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980). თბილისის საპატიო მოქალაქე (2000)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახიანი.
სწრაფი ფაქტები ზაალ კახიანი, დაბ. თარიღი ...
ზაალ კახიანი
დაბ. თარიღი 5 ივლისი, 1927
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 31 ოქტომბერი, 2000 (73 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ექიმი
დახურვა

ბიოგრაფია

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1954 წელს დაამთავრა ასპირანტურა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს მდივნად, შემდგომ კი ქირურგიული ფაკულტეტის დეკანად. 1960 წელს მუშაობას იწყებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრაზე. 1962–1972 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იმავე წელს დაინიშნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგედ. შესრულებული აქვს 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 36 მონოგრაფია, რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო, არის 5 გამოგონების და 4 რაციონალიზატორული გამოგონების ავტორი. 1980 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა, მოგვიანებით კი ზაზა ფანასკერტელის სახელობის პრემია. 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა საზოგადოებას. ასევე იყო საქართველოს სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოებათა პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1989 წელს აირჩიეს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, შემდგომ კი თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სწავლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორად. 1994 არჩეული იყო საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად. 1997 წელს სომხეთის ქირურგიულმა საზოგადოებამ აირჩია საპატიო ქირურგად და მიანიჭა ა. მიქაელიანის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი. ასევე ევროპისა და ისრაელის იმპლანტაციის აკადემიის წევრი, ამერიკის კრიოქირურგიის და ამერიკა–საქართველოს მედიცინის აკადემიის წევრი, იტალიისა და ლუიზიანას შტატის პლასტიკური ქირურგიის აკადემიის წევრი, სომხეთის ქირურგიის აკადემიის წევრი, ბაზელის ქირურგთა ინტერნაციონალური და საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვების საზოგადოების წევრი.

დაჯილდოებულია „ნიკოლოზ პიროგოვის სახელობის“ მედლით, ჰუმანური მოღვაწეობისთვის. პოლონეთის ისტორიის მეცნიერების მე-11 კონგრესის საპატიო მედლით და ნ. კოპერნიკის სამკერდო ნიშნით; აკად.კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედლით; საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის მიერ ალექსანდრე ედიბერიძის სახელობის მედლით.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით[1] და მედლებით. 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads