ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

From Wikipedia, the free encyclopedia

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ყოფილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. პასუხისმგებელია ჯანმრთელობის სისტემის რეგულირებაზე, შრომის საკითხებზე და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამართულ მუშაობაზე საქართველოში, ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

სწრაფი ფაქტები უწყების შესახებ ...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Thumb
სამინისტროს ლოგო
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყებასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მინისტრიმიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
საიტი
www.moh.gov.ge
დახურვა

სტრუქტურა

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის წინაშე. სამინისტრო შედგება დეპარტამენტებისგან. სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვა; დაარეგულიროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა ქვეყანაში; სახელმწიფო პენსიის მართვა, სოციალური დაცვა, ბავშვთა უფლებების დაცვა. სამინისტროს აქვს უფლება დაარეგულიროს ყოველი სამედიცინო საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათი ხელმძღვანელობის მხრიდან. ერთიანი სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი დაფინანსების წყარო.

ბოლო წლების განმავლობაში, სამინისტრო ახორციელებს საავადმყოფოების ქსელის გაფართოებას, დაგეგმილია 46 ახალი საავადმყოფოს დასრულება 2011 წლის ბოლოსთვის.

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრები

  • გრიგოლ კუჭაიძე
  • გიორგი მამალაძე
  • გიორგი გელაშვილი
  • ონისიმე თოდაძე
  • სიმონ მაჭავარიანი

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი (შემდგომში მინისტრი)

  • ალექსანდრე ხელიძე

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.