From Wikipedia, the free encyclopedia
კარცინომა (ძვ. ბერძნ. καρκίνος — „კიბო“, -ωμα; ὄγκωμα-დან — „სიმსივნე“), კიბო — ავთვისებიანი სიმსივნის სახეობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ორგანოების ეპითელური ქსოვილის უჯრედებიდან (კანიდან, ლორწოვანი გარსიდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან)[1].
ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათი გამოხატული ქსოვილური ატიპიზმი (უჯრედების მიერ დიფერენცირების შესაძლებლობის დაკარგვა, რასაც მოსდევს ქსოვილის სტრუქტურის დაზიანება და სიმსივნეს წარმოქმნა), აგრესიული ზრდა, რაც აზიანებს, როგორც უშუალოდ ორგანოს, ასევე სხვა ახლომდებარე ორგანოებს, მიდრეკილება მეტასტაზირებისკენ, ანუ ლიმფის ან სისხლის დინებასთან ერთად მთელს ორგანიზმში სიმსივნეს უჯრედების გავრცელებისკენ, რის შედეგადაც სხვადასხვა ორგანოებში წარმოიქმნება სიმსივნეს ახალი კერები. ზრდის ტემპის მიხედვით ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა სჯობნის კეთილთვისებიანებს და, როგორც წესი, შეუძლია მოკლე დროში მნიშვნელოვანი ზომების მიღწევა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.