Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიმფა (ლათ. lympha — წმინდა წყალი, ნამი) — სითხე, რომელიც მოძრაობს ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ლიმფურ სისტემაში. ლიმფის ძირითადი კომპონენტია გამჭვირვალე სითხე, რომელიც ძალიან ჰგავს სისხლის პლაზმას. მისი სიბლანტე სისხლის პლაზმისაზე ნაკლებია, მასში ცილის რაოდენობაც ნაკლებია (3%). ლიმფის შედგენილობა განსხვავებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილში და იცვლება ფუნქციური მდგომარეობის შესაბამისად. ლიმფა შეიცავს ლეიკოციტებს და ერთეულ ერითროციტებს. ლიმფა დედება ოღონდ სისხლზე ნელა. ადამიანის სხეულში 1 — 2 ლიტრია. სისხლის პლაზმა კაპილარებიდან იფილტრება ქსოვილებში, იქ შედგენილობას იცვლის და იქცევა ლიმფად. ლიმფის მთავარი ფუნქციებია: ქსოვილებიდან ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროდუქტის გამოტანა, იქიდანვე სისხლში ცილების დაბრუნება, ორგანიზმში წყლის გადანაწილება და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.