კამერონ დიასი
From Wikipedia, the free encyclopedia
კამერონ დიასი (ინგლ. Cameron Diaz; დ. 30 აგვისტო, 1972) — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. დიასმა ითამაშა აგრეთვე ფილმში „ჩარლის ანგელოზები“, სადაც შეასრულა ნატალი კუკის როლი. სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე შესრულებული როლებისთვის შემდეგ ფილმებში: „ყველა მერიზე გიჟდება“, „იყო ჯონ მალკოვიჩი“, „ვანილის ზეცა“ და „ნიუ-იორკის ბანდები“.
კამერონ დიასი | |
---|---|
![]() კამერონ დიასი 2010 წელს | |
დაბადების სახელი | კამერონ მიშელ დიასი |
დაბადების თარიღი |
30 აგვისტო, 1972 სან-დიეგო, კალიფორნია |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური |
1988–93 (მოდელი) 1993–დღემდე (მსახიობი) |
ბიოგრაფია
კამერონ დიასი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, დედამისის საბაჟოს აგენტის ბილისა და მამამისის ნავთობის კომპანიის მუშაკის ემილიო დიასის ოჯახში.[1][2] მამის მხრიდან კამერონის ბებია და პაპა ეროვნებით ესპანელები იყვნენ, რომლებიც დასახლდნენ აშშ-ში, კერძოდ, კი ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი).[3][4] კამერონის დედა ნახევრად ინგლისელი, გერმანელი და ჩეროკი წარმოშობისაა.[5][6][7] კამერონს ჰყავს უფროსი და სახელად ხიმენე.[8] 16 წლის ასაკში დიასმა კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა.[8] მომდევნო წლებში კონტრაქტს აფორმებდა მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის იყო Calvin Klein Inc. და Levi Strauss & Co. 17 წლის ასაკში გამოჩნდა ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე.[9] კამერონ დიასი ესწრებოდა ლონგ-ბიჩის საშუალო პოლიტექნიკურ სკოლას.[8][10] 21 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „ნიღაბი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯიმ კერი.
2008 წლის 15 აპრილს, 58 წლის ასაკში კამერონს პნევმონიით მამა გარდაეცვალა.[11] 1995 წლიდან დიასი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ მეტ დილონთან; 3 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[12] 1999 წლიდან ხვდებოდა ჯერედ ლეტოს,[13] თუმცა 2003 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ[14] 2003 წლიდან 2006 წლამდე ხვდებოდა მომღერალსა და მსახიობს ჯასტინ ტიმბერლეიკს,[12] ხოლო 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე ხვდებოდა ავსტრალიელ სპორტსმენს ალექს როდრიგესს.[15]
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1994 | ფ | ნიღაბი | The Mask | თინა კარლაილი |
1997 | ფ | ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი | My Best Friend's Wedding | კიმი უოლასი |
1998 | ფ | ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში | Fear and Loathing in Las Vegas | ტელერეპორტიორი |
1998 | ფ | ყველა მერიზე გიჟდება | There's Something About Mary | მერი ჯენსენი |
1999 | ფ | იყო ჯონ მალკოვიჩი | Being John Malkovich | ლოტი |
2000 | ფ | ჩარლის ანგელოზები | Charlie's Angels | ნატალი კუკი |
2001 | ანფ | შრეკი | Shrek | პრინცესა ფიონა |
2001 | ფ | ვანილის ზეცა | Vanilla Sky | ჯილი |
2002 | ფ | ნიუ-იორკის ბანდები | Gangs of New York | ჯენი ევერდინი |
2003 | ფ | ჩარლის ანგელოზები: სრული წინსვლა | Charlie's Angels: Full Throttle | ნატალი კუკი |
2005 | ფ | მის ფეხსაცმელში | In Her Shoes | მეგი ფელერი |
2009 | ფ | ჩემი მფარველი ანგელოზი | My Sister's Keeper | სარა ფიცჯერალდი |
2011 | ფ | ცუდი მასწავლებელი | Bad Teacher | ელიზაბეთ ჰელზი |
2013 | ფ | მრჩეველი | The Counselor | მალკინა |
2014 | ფ | სხვა ქალი | The Other Woman | კარლი უითინი |
2014 | ფ | სექსის ჩანაწერები | Sex Tape | ენი |
2014 | ფ | ენი | Annie | მის ჰანინგანი |
რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.