შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი From Wikipedia, the free encyclopedia
იოჰან იაკობ შოიხცერი (გერმ. Johann Jakob Scheuchzer; დ. 2 აგვისტო 1672, ციურიხი — გ. 23 ივნისი 1733, იქვე) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი. გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის „ლეოპოლდინას“ წევრი.
იოჰან იაკობ შოიხცერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 აგვისტო, 1672[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ციურიხი[1] |
გარდ. თარიღი | 23 ივნისი, 1733[1] [3] [4] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | ციურიხი[1] |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, პალეონტოლოგი, თეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ფიზიკოსი, კარტოგრაფი და მეტეოროლოგი |
ალმა-მატერი | უტრეხტის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
შეიხცერი სწავლობდა ალტდორფსა და უტრეხტში. 1696 წლიდან — ქალაქის მეორე ექიმი, ხოლო მოგვიანებით ქალაქ ციურიხის ექიმი. 1710 წლიდან მათემატიკის პროფესორი, 1733 წლიდან ფიზიკის პროფესორი ციურიხის ერთ-ერთ გიმნაზიაში. სწავლობდა ალპების მყინვარებსა და გეოლოგიურ აგებულებას. გამოაქვეყნა რიგი ნაშრომი პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში.
იოჰან იაკობ შოიხცერი იზიარებდა შეხედულებას მსოფლიო წარღვნის შესახებ, რომლის შედეგად წარმოიშვნენ დანალექი ქანები მათში განამარხებულ ცხოველთა ნაშთებით (1708). ამრიგად დილუვიონისტი იყო. აღწერა არაერთი სახეობის განამარხებული მცენარე და ცხოველი. 1700 წელს აღმოაჩინა სალამანდრას მსხვილი განამარხებული ჩონჩხი (Andrias Scheuchzeri Cuvier), რომელიც მიიჩნია ადამიანის ჩონჩხად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.