Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია (დ. 20 აპრილი, 1854, სოფ. მოქვი, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი, 1916, კასპი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
თევდორე ჟორდანია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 აპრილი, 1854 |
გარდ. თარიღი | 22 ოქტომბერი, 1916 (62 წლის) |
გარდ. ადგილი | კასპი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | ფილოლოგი |
დაიბადა მღვდლის ოჯახში. მალე დაობლდა, მაგრამ ახლობლების მეოხებით მაინც მოახერხა განათლების მიღება. სწავლობდა მოქვის სასოფლო სკოლაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა1875 წელს. 1879 წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიქცია იმ დროის წამყვანი რუსი ისტორიკოსის ვასილი კლიუჩევსკის ყურადღება, რომელმაც ურჩია მოსკოვში დარჩენა; მაგრამ დაასრულა თუ არა აკადემია თედომ სამშობლოში დაბრუნება არჩია და აქ მასწავლებლობა დაიწყო. პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობასაც. დაუახლოვდა რა ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ბაქრაძის ირგვლივ მყოფ მეცნიერებს, ხელი მოჰკიდა საქართველოს სიძველეების მიკვლევა-დაუნჯებას და შესწავლას. მან დიდი ენერგია და ცოდნა შეალია ქართულ წყაროებზე მუშაობას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“. დიდი მუშაობა გასწია „ქართლის ცხოვრების“ შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა“. ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით.
თედო ჟორდანია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა. იყო საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, საეკლესიო სიძველეთა დაცვის მზრუნველი კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.