From Wikipedia, the free encyclopedia
თამარაშენი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ფცის თემი). მდებარეობს მდინარე შუა ფრონის ხეობაში. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 19 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
თამარაშენი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ფცა |
კოორდინატები | 42°06′46″ ჩ. გ. 43°47′30″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 710 მ |
მოსახლეობა | 401[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (100 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 401 ადამიანი.
თამარაშენის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება რუისის საეპისკოპოსოს 1715 წ. აღწერის დავთარში. იგი ასევე მოხსენიებულია 1784 წ. 6 სექტემბრით დათარიღებულ ერთ განაჩენში, რომლის მიხედვით ფალავანდიშვილებს აქ 14 კომლი ყმა ჰყოლიათ. 1715 წ. თამარაშენში 17 კომლი მცხოვრები ყოფილა. ამ დროს სოფელში უცხოვრიათ შემდეგ გვარებს:
მომხდურთა თარეშის გამო ფრონის ხეობის მრავალი სოფელი, მათ შორის თამარაშენი უკვე 1794-1799 წწ. აღწერის მასალებში მოხსენებულია, როგორც ნასოფლარი. გაუქმებული თამარაშენი აღდგა 1804 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველო. 1818 წლიდან აქ ირიცხება 6 კომლი (27 კაცი). სოფელი ახალმოსახლეებს აღუდგენიათ. მოსახლეთა შორის ძველი გვარი აღარ მოიხსენება. 1818 წლის მდგომარეობით სოფელში ცხოვრობდნენ: ჭეღელიძე, სიმონიშვილი, მაჭარაშვილი, ჯოღერდიშვილი, ბარჯაძე (ბარჯაძეები იმერეთიდან ქართლში გადმოსულან 1790 წლის ახლო ხანებში). 1818-1830 წწ. დასახლებულან სოფელში: ბიწაძე, ფარქოსაძე. 1839-1859 წწ. მოსულან სოფელში: კაჟაშვილი (სოფელ ცერონისიდან), მეტრეველი (სოფელ ფციდან), სიდამონიძე (სოფელ ფციდან), ნებიერიძე, პაპელიშვილი, ხუციშვილი, თხელიძე, კეხოშვილი, ქოქოშვილი. 1859-1873 წწ. მოსულან: ცოტნიაშვილი, ჯამბრიშვილი.
XIX საუკუნის მასალებში სოფელი ზოგჯერ იხსენიება პატარა თამარაშენად (დიდ თამარაშენად იგულისხმებოდა ცხინვალის რეგიონში მდებარე თამარაშენი. აწ უკვე გაუქმებული ქართული სოფელი სამაჩაბლოში).
ისტორიული ძეგლებით თამარაშენი დიდად განებივრებული არ არის. სოფლის სასაფლაოზე მიკვლეულია ანტიკური ხანის სამარხი, რაც მიუთითებს, რომ მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა. აღსანიშნავია, აგრეთვე, სამების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ტაძრის შესასვლელის თავზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ იგი 1883 წელს აუგიათ. ტაძარი იყო დიდხანს გაუქმებული და მიტოვებული. იგი რამდენიმე წელია მოქმედებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.