ზედა სიმონეთი

სოფელი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia

ზედა სიმონეთი
Remove ads

ზედა სიმონეთისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI ს.). სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

Remove ads
Remove ads

ეტიმოლოგია

წმინდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია როგორც სომიანეთი:

წ[მიდა]ო გი[ორგი] შე[იწყალე]
სოფელი ს-
ომიანე-
თი

„სომიანეთი“, როგორც ჩანს, სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა. ხალხური ეტიმოლოგიის შედეგს უნდა წარმოადგენდეს „სვიმონეთი“.[2]

გეოგრაფია

მდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 360 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კილომეტრი. სოფელი გაშლილია შემაღლებულ პლატოზე და ზემოდან გადაჰყურებს ყვირილას დაბლობს.

ისტორია

1716 წელს სოფელში გაიმართა სიმონეთის ბრძოლა, რომლის შედეგადაც იმერეთის მეფე გახდა გიორგი IV გურიელი. 1926 წლისთვის ზედა სიმონეთის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 5032 ადამიანს, ხოლო ფართობი 46,8 კმ²-ს.[3]

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1349 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადა ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი. ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი[5].

ლიტერატურა

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads