ქართველი გენერალ-ლეიტენანტი From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადიმერ ჩაჩიბაია (დ. 4 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური 2018 წლიდან 2020 წლამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 2008-2009 წლებში.[2] საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016-2018 წლებში. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა (2018) და საფრანგეთის ღირსების ორდენების კომანდორი (2019).
ვლადიმერ ჩაჩიბაია | |
ვლადიმერ ჩაჩიბაია 2014 წელს (სურათზე მარჯვნივ) | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 დეკემბერი, 2018 – 1 ივლისი, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე → გიორგი გახარია |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | გიორგი მათიაშვილი |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი, 2016 – 20 დეკემბერი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი → სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი → მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | ვახტანგ კაპანაძე |
მემკვიდრე | ზაზა ჩხაიძე |
დაბადებული | 4 ნოემბერი, 1971 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | ბელა ჩაჩიბაია[1] |
შვილები | გიორგი, ანასტასია, ნინო[1] |
განათლება | საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ჯილდოები | |
1993-1994 წლებში სწავლობდა საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.[3] 2004 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში.
1989-1991 წლებში ჩაჩიბაია მსახურობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰარეო ძალებში. 1991 წელს შეუერთდა ახალ ჩამოყალიბებულ საქართველოს ეროვნული გვარდიას. 1992-1993 წლების საქართველოს სამოქალაქო ომში იყო ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური.
1994-2007 წლებში ჩაჩიბაია მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის: 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური (1994–1995), AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი; (1995–1996),დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი (1996–1998); S-3 ოფიცერი, ცალკეული დაზვერვის ბატალიონი (1998–1999), სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (1999–2000), სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი (2000–2001), სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი (2001–2002), სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი (2002–2003), I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი (2003–2005), ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში (2004), III ქვეითი ბრიგადის მეთური (2005), გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2005–2006), სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2006), გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე (2006), გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2007).[4]
2008 წლის ივლისში გახდა გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.[5] იმავე წლის 4 ნოემბერს ჩაჩიაბაიამ ჩაიბარა გაერთიანებული შტაბი. ოთხი თვის თავზე მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და 2009 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას პირველ მოადგილედ დაინიშნა.[6], ხოლო იმავე წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2010–2012 წლებში მუშაობდა უფროს მრჩეველად საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2012–2015 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ.
2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა უფროსი სამხედრო მრჩეველის თანადებობა გაეროს დამხმარე მისიაში ავღანეთში.[7]
2015–2016 წლებში იყო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.
2016 წლის აგვიტოში ჩაჩიბაია დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ,[8] იმავე წლის 22 ნოემბერს კი შტაბის უფროსად, რომელმაც ჩაანაცვლა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.[9]
2018 წლის 20 დეკემბერს იგი საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური გახდა.[10] 2019 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.[11] 2020 წლის 1 ივლისს თანამდებობრივი მოვალეობა გიორგი მათიაშვილს გადააბარა.[12]
2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[13]
ვლადიმერ ჩაჩიბაია არის უამრავი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მათ შორისაა მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ (1999), მედალი „გენერალი მაზნიაშვილი (2006), ოქროს საწმისის ორდენი (2014), მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2016), მედალი „დიდგორის ჯვარი“ (2017), მედალი „თეთრი გიორგი (2019), ლიეტუვის რესპუბლიკის სამხედრო სამსახურის მედალი (2019) და სხვა. 2018 წელს ჩაჩიბაია გახდა აშშ-ის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს, ლეგიონის ღირსების ორდენის კავალერი.[14] 2019 წელს იგი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს, საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი გახდა. ჩაჩიბაიას ჯილდო საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ გადასცა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.